რა არის „საინვესტიციო უძრავი ქონება“ ?
„საინვესტიციო უძრავი ქონება“ არის აქტივი, რომელის შეძენის მთავარი მიზეზი შემოსავლის ან მოგების გამომუშავებაა. უძრავი ქონების შეძენა ფულის ინვესტირების ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა, რომლის ყიდვისას თქვენ ერთჯერადად იხდით ქონების ღირებულებას და შემდეგ თუ მისი გაყიდვა არ გადაწყვიტეთ მთელი ცხოვრება იღებთ მისგან სარგებელს. დღეს ბაზარზე უძრავი ქონების ღირებულება მუდმივად იზრდება, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან ერთად უძრავი ქონების ფასი მუდმივად მზარდია.
რა უპირატესობები აქვს უძრავ ქონებაში ინვესტირებას:
ფინანსების მოძიების საუკეთესო საშუალება
უძრავი ქონების შეძენისას ბანკიდან სესხია აღება საოცრად მარტივია. იპოთეკური სესხების პროცენტი დაბალ დონეს ინარჩუნებს, უძრავი ქონება მყარი აქტივია, რაც ბანკების მიერ მაღალ სანდოობას და სესხების გაცემის მზადყოფნას განაპირობებს. ამასთან დროთა განმავლობაში უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავლების წილი იზრდება, რადგან მცირდება სესხის ძირის გადასახდელი თანხა, რასაც ემატება ქირის ფასების სტაბილური ზრდა გრძელვადიან პერიოდში. დღეს თუ ბინის შეძენა გაქვთ გადაწყვეტილი და საჭირო რაოდენობის თანხა არ გაქვთ, მარტივად შეგიძლიათ ისარგებლოთ გამარტივებული იპოთეკური სესხით.
ყველაზე მყარი, გრძელვადიანი ინვესტიცია
საქართველოში უძრავი ქონების შეძენა ეს გრძელვადიანი ინვესტიცია, რომელიც ყველაზე დაბალ რისკებთანაა დაკავშირებული. უძრავი ქონების ღირებულება მუდმივად იზრდება და სარგებლის მიღება შესაძლებელია როგორც მოკლევადიანი ყიდვა-გაყიდვის პერსპექტივით ანუ უფრო მაღალი ღირებულების ქონებაში რეინვესტირებით, ასევე გრძელვადიანი ქირის საფუძველზე, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ მეთოდს წარმოადგენს ინვესტორის პორტფელის დივერსიფიკაციისა და დამატებითი ურისკო შემოსავლისათვის. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ბინა ამოიღებს საკუთარი ღირებულების საფასურს და კვლავ თქვენ საკუთრებაში დარჩება.
მზარდი შემოსავლები
ეკონომიკის განვითარებასთან ერთად უძრავ ქონებაზე მოთხოვნა იზრდება და ფასები მუდმივად მყარდება. ძრავ ქონეაში ინვესტიცია ინფლაციისგან დაზღვევის საუკეთესო საშუალებაა, რადგან უძრავი პროპორციულად რეაგირებს ქვეყანაში ფასების საერთო დონის ზრდაზე. თუ ინფლაცია იზრდება, უძრავი ქონებისა და ქირის ფასიც იზრდება. პასიური ეკონომიკური მდგომარეობისა და კრიზისის დროსაც კი ფასის კლება უძრავ ქონებაზე ყველაზე ნაკლებად აისახება. გრძელვადიან პერიოდში თქვენი უძრავი ქონების ფასები სტაბილურად იზრდება, რაც საბოლოოდ დაბალი რისკის და მაღალი შემოსავლის გარანტიას გაძლევთ.
საგადასახადო ბენეფიტები
ინვესტირება სხვადასხვა ხარჯებთან არის დაკავშირებული (რემონტი, კომუნალურები, შეკეთება, ტრანსპორტირება და დოკუმენტაცია). ეს ხარჯები საშუალებას გვაძლევს შევამციროთ მოგების გადასახადი საკმაოდ გრძელვადიან პერიოდში. ქონების გადასახადი იბეგრება ქვეყანაში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე:
- თუ ოჯახის შემოსავალი წელიწადში 55 000$-მდეა (ეკვივალენტი ლარში) - ქონების გადასახადი 0,05%-დან 0,02%-ია;
- ხოლო თუ 55 000$-ზე (ეკვივალენტი ლარში) მეტი - 0,8%-დან 1%-მდე.
აქტივი, რომელსაც თქვენ მართავთ
უძრავი ქონების შეძენა სრულიად თქვენ სურვილსა და ნებაზეა დამოკიდებული. ბინას შეიძენთ თუ კომერციულ ფართს, რა ადგილზე შეაჩერებთ არჩევანს ეს თქვენზეა დამოკიდებულია. არსებული უძრავი ქონება თქვენი აქტივია, რომლის მართვა აბსოლუტურად თქვენზეა დამოკიდებული და ნებისმიერ შემთხვევაში შეგიძლიათ გაყიდოთ, გააქირაოდ და ამოიღოთ ჩადებული ინვესტიცია.