კითხვები
სად მდებარეობს მშენებლობა?
ქალაქი თბილისი, ბაგები, წყნეთის შესახვევი N1. ზუსტი მდებარეობის დასადგენად იხილეთ რუკა.
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა - რამდენიმე წუთში ჩაეფლოთ ქალაქის ცოცხალ კულტურასა და ღირსშესანიშნაობებში.
- ვაკის აუზი - 4 წუთი;
- ვაკის პარკი - 5 წუთი;
- მიხეილ მესხის სტადიონი - 5 წუთი;
- კუს ტბა - 7 წუთი;
- მზიური - 10 წუთი;
- სითი მოლი - 15 წუთი.
პროექტის დეტალების გასაცნობად შეგიძლიათ ეწვიოთ ბათუმის ოფისს - რუსთაველის გამზირი #13. ზუსტი მდებარეობის დასადგენად იხილეთ რუკა.
რატომ ბაგები?
ადამიანების წარმოდგენა თანამედროვე ცხოვრების სტილზე გასულ წლებთან შედარებით შეიცვალა. დღეს სახლის შერჩევისას უპირატესობას ისეთ ადგილებს ანიჭებენ, რომლებიც ქალაქის ცენტრშია და ამავდროულად ბუნებასთან ახლოს მდებარეობს.
ბაგებში ცხოვრება იგივეა, რაც აგარაკზე ყოფნა – აქ სიმშვიდეა. ბაგები თბილისში ყველაზე კარგი ადგილია საცხოვრებლად, წყნარია, მოშორებულია ხმაურსა და მტვერს. ბუნებასთან სიახლოვე გარდა იმისა, რომ ჩვენი ცხოვრების ხარისხს ბევრად აუმჯობესებს, ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გვეხმარება, ესთეტიკურ სიამოვნებასაც გვანიჭებს და მიმზიდველ საცხოვრებელ გარემოს გვიქმნის, სადაც ბუნების ჰარმონიული ატმოსფერო ინტერიერშიც აისახება და სიმყუდროვის განცდას იწვევს.
რას გთავაზობთ ჩვენი პროექტი?
“ბიმ ჯგუფი ბაგებში” მდებარეობს ქალაქის ცენტრის ხმაურიან გულში. პროექტი გამოირჩევა შესანიშნავი მისამართით, რომელიც გთავაზობთ კომფორტსა და ხელმისაწვდომობას. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა რამდენიმე წუთში ჩაეფლოთ ქალაქის ცოცხალ კულტურასა და ღირსშესანიშნაობებს, დატკბეთ თვალწარმტაცი პანორამული ხედებით, რომლებიც ამრავალფეროვნებს მაცხოვრებლების ურბანულ ცხოვრებას.
ჩვენ ხარისხისა და კომფორტის სინთეზით გთავაზობთ თანამედროვეობაზე მორგებულ ცხოვრების საუკეთესო გამოცდილებას. ვქმნით პროექტს, რომლის ცენტრალური მდებარეობის მიღმა კიდევ უფრო მიმზიდველი მახასიათებელია:
- ქალაქის არაჩვეულებრივი ფონი და პეიზაჟები, რომლებიც შთაგაგონებთ და გხიბლავთ;
- სამშენებლო პროცესების სრულყოფილება, რომელიც დადასტურებულია ISO სერთიფიკატით;
- ექსტერიერი, რომელიც დროს უძლებს;
- დაცვა და ვიდეოკონტროლი 24/7;
- დასუფთავება და მოვლის სერვისი;
- გამწვანებული ეზო;
- ავტოფარეხი.
დღეს ბინა ბაგებში ნიშნავს - მომგებიან ინვესტიციას, სტატუსს და ჯანსაღი ცხოვრების საწყისს.
როგორია საცხოვრებელი პროექტი და მისი მასშტაბები?
"ბიმ ჯგუფი ბაგებში" აშენდა 1 (ერთი) 13 (ცამეტ) სართულიანი პროექტი, რომელიც მოიცავს 85 ბინას.
- კომერციული და საოფისე ფართები განთავსებულია -2 სართულზე;
- მე-2 სართულიდან მე-10 სართულის ჩათვლით განთავსებულია 9 ბინა;
- მეთერთმეტე სართულზე კი არის 4 ბინა.
როგორია საცხოვრებელი პროექტის ვიზუალი?
"ბიმ ჯგუფი ბაგებში" პროექტის გარე ფასადი მთლიანად მოპირკეთებული და დათბუნებულია. კედლები შევსებულია 20 სანტიმეტრის სისქის პემზის სამშენებლო ბლოკით, მაღალი ხარისხის ლამინირებული, ყალიბში ჩამოსხმული ბეტონით, ხის ფაქტურის ვენტილირებადი ფასადით და შავი მარმარილოს ბუნებრივი ქვით. აივნებზე დამონტაჟებულია მინის მოაჯირები, შავი ფერის ალუმინის პროფილით დამზადებული კარ-ფანჯარა და ვიტრაჟები.
აქვს თუ არა პროექტს ავტოფარეხი?
"ბიმ ჯგუფი ბაგებში" პროექტს აქვს -1 და 1 სართულზე განთავსებული 39 ავტომობილზე გათვლილი ავტოფარეხი, ხოლო ეზოში - 3 მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი, რომელიც ასევე მოიცავს სპეციალურ საჭიროებათა მქონე პირთათვის განკუთვნილ სადგომს.
რამდენი კვადრატული მეტრია ყველაზე პატარა ბინა?
"ბიმ ჯგუფი ბაგებში" ყველაზე მცირე ფართის ბინა 49.4 კვადრატული მეტრიდან იწყება. ეს არის სტუდიოს ტიპის ბინა 1 (ერთი) იზოლირებული საძინებლით.
რამდენი კვადრატული მეტრია ყველაზე დიდი ბინა?
"ბიმ ჯგუფი ბაგებში" ყველაზე დიდი ფართის ბინა 570 კვადრატული მეტრია. ეს არის სტუდიოს ტიპის ბინა, რაც გულისხმობს სამზარეულოსა და 3 (სამი) საძინებელს, ასევე ორ ტერასას.
როდის სრულდება მშენებლობა?
"ბიმ ჯგუფი ბაგებში" პროექტის მშენებლობა დასრულებულია.
სეისმურად რამდენად მდგრადია პროექტი?
"ბიმ ჯგუფი ბაგებში" პროექტის დამატებითი სიმყარისთვის 1400 გრძივი მეტრის ხიმინჯები ჩაისხა და პროექტი გათვლილია 8 (რვა) ბალიან მიწისძვრაზე.
შემიძლია თუ არა თვალყური ვადევნო მშენებლობის პროცესს?
"ბიმ ჯგუფისთვის" პრიორიტეტულია გამჭვირვალობა და მომხმარებლის ინფორმირებულობა, ამიტომ თქვენ შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ რეგულარულ განახლებებს მშენებლობის პროცესის შესახებ, რომელიც ახლდება ეტაპობრივად. გარდა ამისა, შეგიძლით სურილისამებრ სამშენებლო ტერიტორიის დათვალიერება უსაფრთხოების ნორმების დაცვით.
როგორ არის უზრუნველყოფილი მშენებლობის სანდოობა და უსაფრთხოება?
"ბიმ ჯგუფი" ზრუნავს მომხმარებლის სიმშვიდესა და პასუხისმგებლობით ეკიდება მშენებლობის ყველა ეტაპს. სამშენებლო პროცესების სრულყოფილება დადასტურებულია ISO სერთიფიკატით, რაც შეგიქმნით სანდოობის მაღალ განცდას, რომ პროექტი, რომელსაც ჩვენ ვქმნით ბაგებში, ქალაქის ცენტრში, შეესაბამება ხარისხისა და ეფექტურობის უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს. დაგეგმვიდან იდეალურ შესრულებამდე, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მშენებლობის პროცესის ყოველი ეტაპი შესრულდეს სიზუსტით და სრულყოფილად.
როგორ რეგულირდება და რამდენად სანდოა პროექტი?
"ბიმ ჯგუფისთვის" პრიორიტეტია, რომ პროექტი ზედმიწევნით დაგეგმოს არქიტექტორებთან, მშენებლებთან, ინჟინრებსა და პარტნიორებთან თანამშრომლობით. ეს მოიცავს დეტალურ განრიგს, რესურსების განაწილებასა და შესყიდვების დაგეგმვას მშენებლობის პროცესის თავიდან ბოლომდე გასამარტივებლად. კომპანიას სრულად ესმის მერიის მიერ დაწესებული ვადების პასუხისმგებლობა და გეგმა-გრაფიკის სრული დაცვით სრულდება მშენებლობის პროცესი.
კომპანია 2024 წლიდან ფლობს ISO 9001:2015 სერთიფიკატს, რომელიც წარმოადგენს ორგანიზაციის ხარისხის მენეჯმენტის სისტემისადმი მოთხოვნების დაკმაყოფილების დოკუმენტს. სერთიფიკატის ფლობა უზრუნველყოფს ორგანიზაციის საქმიანობის შესაბამისობას საერთაშორისო ნორმებთან.
როგორ არის მოწყობილი მშენებლობის მიმდებარე ტერიტორია (რეკრეაციული გარემოს ან ეზოს მოწყობა)?
"ბიმ ჯგუფი ბაგებში" პროექტის მიმდებარე ტერიტორია მოწყობილია გენერალური გეგმისა და დენდროპროექტის მიხედვით. ტერიტორიაზე გაშენებულია 606.2 კვ.მ მწვანე სივრცე, მოეწყო საბავშვო მოედანი, დაირგო კავკასიური ცაცხვისა და ჰიმალაის კედარის მცენარეები, ასევე დამონტაჟდა განათება.
ეს ქმნის კომფორტულ, უსაფრთხო და მიმზიდველ გარემოს მობინადრეებისთვის.