popup cover
🚀დაგვიტოვე ნომერი
ჩვენი უძრავი ქონების ესპერტი დაგიზოგავთ დროს და შეგარჩევინებთ თქვენთვის სასურველ ბინას🩵
timeline 0 timeline 0 timeline 0 timeline 0
01
21 ნოემბერი -2025

ეზოს ტერიტორიის მოწესრიგება

პროექტში სამშენებლო სამუშაოები უახლოვდება დასრულების ფაზას - სადარბაზოები გალესილია და დასრულებულია სამღებვრო სამუშაოები. ლიფტისა და კიბის უჯრედების შახტები უკვე შეიფუთა ალუკაბონდით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ეზოს ტერიტორიის მოწესრიგება, რათა ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები შეუფერხებლად დაიწყოს. 

ეზოს ტერიტორიის მოწესრიგება
timeline 1 timeline 1 timeline 1 timeline 1 timeline 1
02
05 ნოემბერი -2025

შიდა სამუშაოები

დამონტაჟებულია ლიფტები, დასრულებულია ლიფტის ჩარჩოების და ღილაკების ინსტალაცია. მიმდინარეობს მარმარილოს დამაგრების სამუშაოები. სადარბაზოები გალესილია და დასრულებულია სამღებვრო სამუშაოები. მიმდინარეობს ჭერის სამღებვრო სამუშაოები. პროექტში დასრულებულია მოაჯირების შეღებვა. ასევე მიმდინარეობს ლიფტისა და კიბის უჯრედების შახტების შეფუთვა ალუკაბონდით. საკომუნიკაციო სისტემებიდან დასრულებულია დენის, წყლის და გაზის მრიცხველების მონტაჟი. 

შიდა სამუშაოები
timeline 2 timeline 2 timeline 2 timeline 2 timeline 2 timeline 2 timeline 2
03
10 ოქტომბერი -2025

შიდა სამუშაოების ეტაპი

პროექტში აქტიურად მიმდინარეობს შიდა სამუშაოების ეტაპები, რომლებიც უზრუნველყოფენ შენობის ფუნქციონალურობას, უსაფრთხოებას და კომფორტს. დამონტაჟებულია ლიფტები და მიმდინარეობს ლიფტის ჩარჩოების და ღილაკების ინსტალაცია. დასრულებულია ლიფტის შახტების მშენებლობა და ლესვითი სამუშაოები. კიბის უჯრედის მონტაჟი დასრულებულია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოაჯირების შეღებვის პროცესი. სადარბაზოები გალესილია და დამონტაჟებულია უსაფრთხოების კამერები. დარჩენილია მხოლოდ სადარბაზოსა და ჭერის სამღებვრო სამუშაოები. სახურავზე იწყება საიზოლაციო პანდუსების მონტაჟი, რაც ზრდის პროექტის ენერგოეფექტურობას. 

შიდა სამუშაოების ეტაპი
timeline 3 timeline 3 timeline 3 timeline 3 timeline 3 timeline 3 timeline 3 timeline 3
04
26 სექტემბერი -2025

შიდა სამუშაოები

სამუშაოები მიმდინარეობს დაგეგმილი გრაფიკის შესაბამისად, ხარისხისა და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების დაცვით. მიმდინარეობს ლიფტის ჩარჩოების და ღილაკების მონტაჟი, რაც შენობის შიდა ინფრასტრუქტურის დასრულების მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. დასრულებულია შახტების მშენებლობა და ლესვითი სამუშაოები. კიბის უჯრედზე მიმდინარეობს მოაჯირების შეღებვა. პარალელურად მიმდინარეობს სახანძრო სისტემების, გამწოვებისა და ვენტილატორების მონტაჟი - რაც ინჟინერიული ინფრასტრუქტურის სრულყოფის მნიშვნელოვანი ეტაპია.

შიდა სამუშაოები
timeline 4 timeline 4 timeline 4 timeline 4 timeline 4 timeline 4 timeline 4
05
12 სექტემბერი -2025

მოაჯირების მონტაჟი

სრულდება მოაჯირების დამონტაჟების და სახანძრო უსაფრთხოების გაყვანილობის სამუშაოები. მიმდინარეობს ლიფტების ტესტირება და სახურავის გალესვა. დასრულებულია აივნების ფილებით მოპირკეთება და ბინებში შესასვლელი რკინის კარის მონტაჟი.

მოაჯირების მონტაჟი
timeline 5 timeline 5 timeline 5 timeline 5 timeline 5 timeline 5 timeline 5 timeline 5
06
27 აგვისტო -2025

სამღებვრო სამუშაოები

პროექტში დასრულებულია კიბის უჯრედზე ქვის ფილების დაგება და აივნებზე მოაჯირების მონტაჟი. სახურავზე დასრულებულია მოჭიმული იატაკის დასხმა და იწყება თბოიზოლაციის სამუშაოები. მიმდინარეობს მე-7 სართულამდე კიბის უჯრედზე მოაჯირების მიმაგრება, პარალელურად ხორციელდება სადარბაზოს კედლების სამღებვრო სამუშაოები.

სამღებვრო სამუშაოები
timeline 6 timeline 6 timeline 6 timeline 6 timeline 6 timeline 6 timeline 6 timeline 6 timeline 6 timeline 6
07
11 აგვისტო -2025

ლიფტის მონტაჟის სამუშაოები

დაისხა სახურავზე მოჭიმული იატაკი. დასრულდა კიბის უჯრედების მონტაჟის სამუშაოები. მიმდინარეობს მე-6 სართულის სადარბაზოში ფილების დაგება. დასრულებულია ერთი ლიფტის მონტაჟი და დაწყებულია მეორე ლიფტის მონტაჟის სამუშაოები.

ლიფტის მონტაჟის სამუშაოები
timeline 7 timeline 7 timeline 7
08
25 ივლისი -2025

ლიფტის მონტაჟი

მე-10 და მე-11 სართულზე დასრულდა კიბის უჯრედები. მე-5 სართულამდე დასრულებულია სადარბაზოში ფილების დაგება. ერთი ლიფტი უკვე ჩასმულია. ასევე დასრულებულია მინის მოაჯირების მონტაჟი.

ლიფტის მონტაჟი
timeline 8 timeline 8 timeline 8 timeline 8 timeline 8
09
11 ივლისი -2025

მინის მოაჯირები

მე-11 სართულზე მიმდინარეობს იატაკის მოჭიმვის სამუშაოები. მე-4 სართულამდე დასრულებულია სადარბაზოში ფილების დაგება. ერთი ლიფტი უკვე ჩასმულია. მინის მოაჯირების მონტაჟის სამუშაოების 85% შესრულებულია. პარალელურად მიმდინარეობს ეზოს მოწყობა - უკვე დასრულდა მიწის ტკეპნის ეტაპი და დაწყებულია კეთილმოწყობის სამუშაოები.

მინის მოაჯირები
timeline 9 timeline 9 timeline 9 timeline 9 timeline 9
10
25 ივნისი -2025

გარე ფასადი

მიმდინარეობს კიბის უჯრედების მონტაჟი. მე-4 სართულის ჩათვლით დასრულებულია ფილების დაგება აივნებსა და სადარბაზოში. მინის მოაჯირების მონტაჟის სამუშაოების 80% შესრულებულია. პარალელურად მიმდინარეობს ეზოს კეთილმოწყობა.

გარე ფასადი
timeline 10 timeline 10 timeline 10 timeline 10 timeline 10
11
10 ივნისი -2025

შიდა სამუშაოები

დასრულებულია მე-8 სართულის ჩათვლით ბინის კარებების მონტაჟი, ასევე შიდა სადარბაზოს კიბეების საფეხურებისა და მოაჯირების მონტაჟი. მე-4 სართულის ჩათვლით დასრულებულია აივანსა და სადარბაზოში ფილების დაგების სამუშაოები. სადარბაზოში მიმდინარეობს ელექტრო გაყვანილობის მონტაჟი.

შიდა სამუშაოები
timeline 11 timeline 11 timeline 11
12
05 მაისი -2025

შიდა სამუშაოები

პროექტში დასრულდა გაზის სისტემის დაქსელვა და ბინების ლესვის პროცესი. უკვე დამონტაჟდა მრიცხველები და დაწყებულია ცენტრალური გაზის მილების შეფუთვა. მიმდინარეობს მე-2 სართულის აივნებზე ფილების დაგების სამუშაოები და კიბის საფეხურების მოზაიკური ქვით მოპირკეთება. პარალელურად მიმდინარეობს მე-3 და მე-4 სართულზე იატაკის მოჭიმვის სამუშაოები. ასევე ფასადის უკანა მხარეს ალუკაბონდის გაკვრა.

შიდა სამუშაოები
timeline 12 timeline 12 timeline 12
13
15 აპრილი -2025

ალუკაბონდის მონტაჟი

პროექტში დასრულდა აივნებზე მოაჯირების მონტაჟი, სავენტილაციო და სახანძრო სისტემების მონტაჟი და ბინებში გაზის სისტემის დაქსელვა. ამავდროულად მე-2 და მე-7 სართულზე დასრულდა იატაკის მოჭიმვის სამუშაოები. ასევე ფასადის წინა მხარეს ალუკაბონდის მონტაჟი. პარალელურად მიმდინარეობს მე-6 სართულზე იატაკის მოჭიმვა, მე-4 და მე-6 სართულზე ბინების ლესვა და მე-4 სართულის ჩათვლით სადარბაზოს კედლების ლესვა და მოპირკეთება.

ალუკაბონდის მონტაჟი
timeline 13 timeline 13
14
05 თებერვალი -2025

აივნის მოაჯირები

პროექტში სრულდება შიდა ტიხრების ამოყვანისა და გაზის დაქსელვის სამუშაოები. მიმდინარეობს აივნებზე მოაჯირების მიმაგრების სამუშაოები. 

აივნის მოაჯირები
timeline 14 timeline 14 timeline 14
15
27 იანვარი -2025

ფასადის სამუშაოები

-1 სართულზე მიმდინარეობს მოჭიმული იატაკის დასხმის სამუშაოები. მე-10 სართულის ჩათვლით ბინებში დასრულდა შიდა ტიხრების ამოყვანა. მიმდინარეობს გაზის დაქსელვა და ბინებში იატაკის მოჭიმვის სამუშაოები. პროექტის ფასადის სამუშაოების 80% დასრულებულია. 

ფასადის სამუშაოები
timeline 15 timeline 15
16
07 იანვარი -2025

ტრავერტინის ქვა

ფასადზე გაკრულია ტრავერტინის ქვა და დასრულდა ალუმინის ვიტრაჟების მონტაჟი. მე-7 სართულის ჩათვლით დასრულდა იზოგიფსით კედლების გალესვა. ფასადის წინა მხარეს დასრულდა და დაიწყო უკანა მხარეს ალუკაბონდის მონტაჟი. დასრულდა კორპუსის ცენტრალური დაქსელვა: კანალიზაცია, ვინტილაცია, წყალი. 

ტრავერტინის ქვა
timeline 16 timeline 16 timeline 16 timeline 16 timeline 16
17
20 დეკემბერი -2024

შიდა ტიხრები

ფასადზე წინა მხარეს სრულდება ალუკაბონდის გაკვრა. მიმდინარეობს ბინის შიდა ტიხრების ამოყვანის სამუშაოები (60% დასრულებულია). 

შიდა ტიხრები
timeline 17 timeline 17 timeline 17 timeline 17 timeline 17 timeline 17
18
05 დეკემბერი -2024

მე-10 სართული

დასრულდა ლესვითი სამუშაოები და ალუკაბონდის კარკასის შეკვრა. ფასადზე გაკრულია ტრავერტინის ქვა. მე-10 სართულის ჩათვლით დამონტაჟდა ალუმინის ვიტრაჟები. დაიწყო ბინის შიდა ტიხრების ამოყვანისა და ლესვის სამუშაოები. მიმდინარეობს კორპუსის ცენტრალური დაქსელვა: კანალიზაცია, ვინტილაცია, წყალი. 

მე-10 სართული
timeline 18 timeline 18 timeline 18 timeline 18 timeline 18 timeline 18
19
07 ნოემბერი -2024

ალუმინის ვიტრაჟები

დასრულდა ლესვითი სამუშაოები და სადარბაზოს იზოგიფსით ლესვა. მიმდინარეობს გარე ფასადზე ალუკაბონდის მონტაჟი და ტრავერტინით მოპირკეთება. მიმდინარეობს მე-2 სართულის ბინების იზოგიფსით ლესვა. მე-9 სართულის ჩათვლით დამონტაჟდა ალუმინის ვიტრაჟები. დაიწყო კორპუსის ცენტრალური დაქსელვა: კანალიზაცია, ვინტილაცია, წყალი.

ალუმინის ვიტრაჟები
timeline 19
20
28 ოქტომბერი -2024

სამეზობლო ტიხრები

დასრულდა სამეზობლო ტიხრების ამოყვანა და ქვიშა-ცემენტით ლესვა. მიმდინარეობს ვინტილაციის და წყალ-კანალიზაციის დაქსელვა. მე-7 სართულის გათვლით იზოგიფსით გალესილია სადარბაზო. მე-9 სართულის ჩათვლით ფასადი მოპირკეთდა ტრავერტინის ქვა და ჩაისვა ვიტრაჟები.

სამეზობლო ტიხრები
21
04 ოქტომბერი -2024

შიდა სამუშაოები

დასრულდა აივნების ლესვა. ფასადზე გაიკრა ალუკაბონდი. -1 სართულზე (-3.20 ნიშნული) დაისხა თვითსწორებადი იატაკი. მე-8 სართულის ჩათვლით დასრულებულია სამეზობლო კედლების ბლოკის წყობის სამუშაოები. მე-10 სართულის ჩათვლით ფასადზე გაიკრა ტრავერტინის ქვა. მე-11 სართულის ჩათვლით ჩაისვა ალუმინის ვიტრაჟები.

შიდა სამუშაოები
timeline 21 timeline 21 timeline 21
22
08 აგვისტო -2024

მე-12 სართული

დაისხა მე-12 სართულის (+35.28 ნიშნული) სახურავის ფილა. მე-8 სართულის ჩათვლით დასრულებულია სამეზობლო კედლების ბლოკის წყობის სამუშაოები. მე-4 სართულის ჩათვლით ფასადზე გაიკრა ტრავერტინის ქვა. მე-5 სართულის ჩათვლით ჩაისვა ალუმინის ვიტრაჟი და გაიკრა ალუკაბონდი.

მე-12 სართული
timeline 22 timeline 22 timeline 22
23
27 მაისი -2024

მე-11 სართული

ბაგებში დაისხა მე-11 სართულის ფილა. 

მე-11 სართული
timeline 23 timeline 23 timeline 23 timeline 23
24
20 მაისი -2024

მე-10 სართულის კოლონები

მე-9 სართულის ჩათვლით დასრულდა მონოლითის სამუშაოები. მე-10 სართულზე ჩაისხა კოლონები და რიგელები, მიმდინარეობს არმირება (არმატურის დაწვნა). მე-6 სართულამდე მიმდინარეობს ბინების შიდა კედლების ბლოკის წყობის სამუშაოები.

მე-10 სართულის კოლონები
timeline 24 timeline 24 timeline 24
25
25 აპრილი -2024

მონოლითის სამუშაოები

ბაგებში +18.98 ნიშნულზე დასრულდა საცხოვრებელი სართულის მონოლითის სამუშაოები და მიმდინარეობს მე-8 სართულის კოლონების არმირება (არმატურის დაწვნა).   

მონოლითის სამუშაოები
timeline 25 timeline 25 timeline 25 timeline 25 timeline 25 timeline 25 timeline 25
26
03 აპრილი -2024

მე-6 სართული

მე-5 სართულზე ჩაისხა კოლონები და რიგელები, პარალელურად მიმდინარეობს მე-6 სართულზე რკინის სამუშაოები.

მე-6 სართული
timeline 26 timeline 26 timeline 26
27
08 მარტი -2024

მე-5 სართული

+12.58 ნიშნულზე მიმდინარეობს მე-5 სართულის კოლონების მოსამზადებელი სამუშაოები.

მე-5 სართული
timeline 27 timeline 27 timeline 27
28
23 თებერვალი -2024

საყრდენი სვეტები

პირველიდან მე-5 სართულის ჩათვლით დასრულდა მონოლითის სამუშაო, მე-6 სართულზე მოეწყო საყრდენი სვეტები.

საყრდენი სვეტები
timeline 28 timeline 28 timeline 28
29
09 თებერვალი -2024

კოლონების ამოყვანა

ბაგებში სრულდება მე-2 საცხოვრებელი სართულის კოლონების ამოყვანა +6.18 ნიშნულზე.

კოლონების ამოყვანა
timeline 29 timeline 29 timeline 29
30
26 იანვარი -2024

მე-2 საცხოვრებელი სართული

ბაგებში დაიწყო მე-2 საცხოვრებელი სართულის მშენებლობა +6.18 ნიშნულზე.

მე-2 საცხოვრებელი სართული
timeline 30 timeline 30 timeline 30
31
09 იანვარი -2024

მე-3 სართული

დასრულდა მე-3 სართულის ამოყვანა (+2,98 ნიშნული).

მე-3 სართული
timeline 31 timeline 31
32
20 დეკემბერი -2023

კოლონები

მიმდინარეობს მე-3 სართულის კოლონების მოსამზადებელი სამუშაოები.

კოლონები
timeline 32 timeline 32 timeline 32
33
24 ივლისი -2023

მიწის სამუშაოები

მიმდინარეობს მიწის მოჭრის სამუშაოები.

მიწის სამუშაოები