მშენებლობის პროცესი
|
21 ნოემბერი -2025 |
ეზოს ტერიტორიის მოწესრიგება
პროექტში სამშენებლო სამუშაოები უახლოვდება დასრულების ფაზას - სადარბაზოები გალესილია და დასრულებულია სამღებვრო სამუშაოები. ლიფტისა და კიბის უჯრედების შახტები უკვე შეიფუთა ალუკაბონდით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ეზოს ტერიტორიის მოწესრიგება, რათა ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები შეუფერხებლად დაიწყოს. |
|
გალერია
|
გალერია |
|
|
05 ნოემბერი -2025 |
შიდა სამუშაოები
დამონტაჟებულია ლიფტები, დასრულებულია ლიფტის ჩარჩოების და ღილაკების ინსტალაცია. მიმდინარეობს მარმარილოს დამაგრების სამუშაოები. სადარბაზოები გალესილია და დასრულებულია სამღებვრო სამუშაოები. მიმდინარეობს ჭერის სამღებვრო სამუშაოები. პროექტში დასრულებულია მოაჯირების შეღებვა. ასევე მიმდინარეობს ლიფტისა და კიბის უჯრედების შახტების შეფუთვა ალუკაბონდით. საკომუნიკაციო სისტემებიდან დასრულებულია დენის, წყლის და გაზის მრიცხველების მონტაჟი. |
|
გალერია
|
გალერია |
|
|
10 ოქტომბერი -2025 |
შიდა სამუშაოების ეტაპი
პროექტში აქტიურად მიმდინარეობს შიდა სამუშაოების ეტაპები, რომლებიც უზრუნველყოფენ შენობის ფუნქციონალურობას, უსაფრთხოებას და კომფორტს. დამონტაჟებულია ლიფტები და მიმდინარეობს ლიფტის ჩარჩოების და ღილაკების ინსტალაცია. დასრულებულია ლიფტის შახტების მშენებლობა და ლესვითი სამუშაოები. კიბის უჯრედის მონტაჟი დასრულებულია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოაჯირების შეღებვის პროცესი. სადარბაზოები გალესილია და დამონტაჟებულია უსაფრთხოების კამერები. დარჩენილია მხოლოდ სადარბაზოსა და ჭერის სამღებვრო სამუშაოები. სახურავზე იწყება საიზოლაციო პანდუსების მონტაჟი, რაც ზრდის პროექტის ენერგოეფექტურობას. |
|
გალერია
|
გალერია |
|
|
26 სექტემბერი -2025 |
შიდა სამუშაოები
სამუშაოები მიმდინარეობს დაგეგმილი გრაფიკის შესაბამისად, ხარისხისა და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების დაცვით. მიმდინარეობს ლიფტის ჩარჩოების და ღილაკების მონტაჟი, რაც შენობის შიდა ინფრასტრუქტურის დასრულების მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. დასრულებულია შახტების მშენებლობა და ლესვითი სამუშაოები. კიბის უჯრედზე მიმდინარეობს მოაჯირების შეღებვა. პარალელურად მიმდინარეობს სახანძრო სისტემების, გამწოვებისა და ვენტილატორების მონტაჟი - რაც ინჟინერიული ინფრასტრუქტურის სრულყოფის მნიშვნელოვანი ეტაპია. |
|
გალერია
|
გალერია |
|
|
12 სექტემბერი -2025 |
მოაჯირების მონტაჟი
სრულდება მოაჯირების დამონტაჟების და სახანძრო უსაფრთხოების გაყვანილობის სამუშაოები. მიმდინარეობს ლიფტების ტესტირება და სახურავის გალესვა. დასრულებულია აივნების ფილებით მოპირკეთება და ბინებში შესასვლელი რკინის კარის მონტაჟი. |
|
გალერია
|
გალერია |
|
|
27 აგვისტო -2025 |
სამღებვრო სამუშაოები
პროექტში დასრულებულია კიბის უჯრედზე ქვის ფილების დაგება და აივნებზე მოაჯირების მონტაჟი. სახურავზე დასრულებულია მოჭიმული იატაკის დასხმა და იწყება თბოიზოლაციის სამუშაოები. მიმდინარეობს მე-7 სართულამდე კიბის უჯრედზე მოაჯირების მიმაგრება, პარალელურად ხორციელდება სადარბაზოს კედლების სამღებვრო სამუშაოები. |
|
გალერია
|
გალერია |
|
|
11 აგვისტო -2025 |
ლიფტის მონტაჟის სამუშაოები
დაისხა სახურავზე მოჭიმული იატაკი. დასრულდა კიბის უჯრედების მონტაჟის სამუშაოები. მიმდინარეობს მე-6 სართულის სადარბაზოში ფილების დაგება. დასრულებულია ერთი ლიფტის მონტაჟი და დაწყებულია მეორე ლიფტის მონტაჟის სამუშაოები. |
|
გალერია
|
გალერია |
|
|
25 ივლისი -2025 |
ლიფტის მონტაჟი
მე-10 და მე-11 სართულზე დასრულდა კიბის უჯრედები. მე-5 სართულამდე დასრულებულია სადარბაზოში ფილების დაგება. ერთი ლიფტი უკვე ჩასმულია. ასევე დასრულებულია მინის მოაჯირების მონტაჟი. |
|
გალერია
|
გალერია |
|
|
11 ივლისი -2025 |
მინის მოაჯირები
მე-11 სართულზე მიმდინარეობს იატაკის მოჭიმვის სამუშაოები. მე-4 სართულამდე დასრულებულია სადარბაზოში ფილების დაგება. ერთი ლიფტი უკვე ჩასმულია. მინის მოაჯირების მონტაჟის სამუშაოების 85% შესრულებულია. პარალელურად მიმდინარეობს ეზოს მოწყობა - უკვე დასრულდა მიწის ტკეპნის ეტაპი და დაწყებულია კეთილმოწყობის სამუშაოები. |
|
გალერია
|
გალერია |
|
|
25 ივნისი -2025 |
გარე ფასადი
მიმდინარეობს კიბის უჯრედების მონტაჟი. მე-4 სართულის ჩათვლით დასრულებულია ფილების დაგება აივნებსა და სადარბაზოში. მინის მოაჯირების მონტაჟის სამუშაოების 80% შესრულებულია. პარალელურად მიმდინარეობს ეზოს კეთილმოწყობა. |
|
გალერია
|
გალერია |
|
|
10 ივნისი -2025 |
შიდა სამუშაოები
დასრულებულია მე-8 სართულის ჩათვლით ბინის კარებების მონტაჟი, ასევე შიდა სადარბაზოს კიბეების საფეხურებისა და მოაჯირების მონტაჟი. მე-4 სართულის ჩათვლით დასრულებულია აივანსა და სადარბაზოში ფილების დაგების სამუშაოები. სადარბაზოში მიმდინარეობს ელექტრო გაყვანილობის მონტაჟი. |
|
გალერია
|
გალერია |
|
|
05 მაისი -2025 |
შიდა სამუშაოები
პროექტში დასრულდა გაზის სისტემის დაქსელვა და ბინების ლესვის პროცესი. უკვე დამონტაჟდა მრიცხველები და დაწყებულია ცენტრალური გაზის მილების შეფუთვა. მიმდინარეობს მე-2 სართულის აივნებზე ფილების დაგების სამუშაოები და კიბის საფეხურების მოზაიკური ქვით მოპირკეთება. პარალელურად მიმდინარეობს მე-3 და მე-4 სართულზე იატაკის მოჭიმვის სამუშაოები. ასევე ფასადის უკანა მხარეს ალუკაბონდის გაკვრა. |
|
გალერია
|
გალერია |
|
|
15 აპრილი -2025 |
ალუკაბონდის მონტაჟი
პროექტში დასრულდა აივნებზე მოაჯირების მონტაჟი, სავენტილაციო და სახანძრო სისტემების მონტაჟი და ბინებში გაზის სისტემის დაქსელვა. ამავდროულად მე-2 და მე-7 სართულზე დასრულდა იატაკის მოჭიმვის სამუშაოები. ასევე ფასადის წინა მხარეს ალუკაბონდის მონტაჟი. პარალელურად მიმდინარეობს მე-6 სართულზე იატაკის მოჭიმვა, მე-4 და მე-6 სართულზე ბინების ლესვა და მე-4 სართულის ჩათვლით სადარბაზოს კედლების ლესვა და მოპირკეთება. |
|
გალერია
|
გალერია |
|
|
05 თებერვალი -2025 |
აივნის მოაჯირები
პროექტში სრულდება შიდა ტიხრების ამოყვანისა და გაზის დაქსელვის სამუშაოები. მიმდინარეობს აივნებზე მოაჯირების მიმაგრების სამუშაოები. |
|
გალერია
|
გალერია |
|
|
27 იანვარი -2025 |
ფასადის სამუშაოები
-1 სართულზე მიმდინარეობს მოჭიმული იატაკის დასხმის სამუშაოები. მე-10 სართულის ჩათვლით ბინებში დასრულდა შიდა ტიხრების ამოყვანა. მიმდინარეობს გაზის დაქსელვა და ბინებში იატაკის მოჭიმვის სამუშაოები. პროექტის ფასადის სამუშაოების 80% დასრულებულია. |
|
გალერია
|
გალერია |
|
|
07 იანვარი -2025 |
ტრავერტინის ქვა
ფასადზე გაკრულია ტრავერტინის ქვა და დასრულდა ალუმინის ვიტრაჟების მონტაჟი. მე-7 სართულის ჩათვლით დასრულდა იზოგიფსით კედლების გალესვა. ფასადის წინა მხარეს დასრულდა და დაიწყო უკანა მხარეს ალუკაბონდის მონტაჟი. დასრულდა კორპუსის ცენტრალური დაქსელვა: კანალიზაცია, ვინტილაცია, წყალი. |
|
გალერია
|
გალერია |
|
|
20 დეკემბერი -2024 |
შიდა ტიხრები
ფასადზე წინა მხარეს სრულდება ალუკაბონდის გაკვრა. მიმდინარეობს ბინის შიდა ტიხრების ამოყვანის სამუშაოები (60% დასრულებულია). |
|
გალერია
|
გალერია |
|
|
05 დეკემბერი -2024 |
მე-10 სართული
დასრულდა ლესვითი სამუშაოები და ალუკაბონდის კარკასის შეკვრა. ფასადზე გაკრულია ტრავერტინის ქვა. მე-10 სართულის ჩათვლით დამონტაჟდა ალუმინის ვიტრაჟები. დაიწყო ბინის შიდა ტიხრების ამოყვანისა და ლესვის სამუშაოები. მიმდინარეობს კორპუსის ცენტრალური დაქსელვა: კანალიზაცია, ვინტილაცია, წყალი. |
|
გალერია
|
გალერია |
|
|
07 ნოემბერი -2024 |
ალუმინის ვიტრაჟები
დასრულდა ლესვითი სამუშაოები და სადარბაზოს იზოგიფსით ლესვა. მიმდინარეობს გარე ფასადზე ალუკაბონდის მონტაჟი და ტრავერტინით მოპირკეთება. მიმდინარეობს მე-2 სართულის ბინების იზოგიფსით ლესვა. მე-9 სართულის ჩათვლით დამონტაჟდა ალუმინის ვიტრაჟები. დაიწყო კორპუსის ცენტრალური დაქსელვა: კანალიზაცია, ვინტილაცია, წყალი. |
|
გალერია
|
გალერია |
|
|
28 ოქტომბერი -2024 |
სამეზობლო ტიხრები
დასრულდა სამეზობლო ტიხრების ამოყვანა და ქვიშა-ცემენტით ლესვა. მიმდინარეობს ვინტილაციის და წყალ-კანალიზაციის დაქსელვა. მე-7 სართულის გათვლით იზოგიფსით გალესილია სადარბაზო. მე-9 სართულის ჩათვლით ფასადი მოპირკეთდა ტრავერტინის ქვა და ჩაისვა ვიტრაჟები. |
|
გალერია
|
გალერია |
|
|
|
04 ოქტომბერი -2024 |
შიდა სამუშაოები
დასრულდა აივნების ლესვა. ფასადზე გაიკრა ალუკაბონდი. -1 სართულზე (-3.20 ნიშნული) დაისხა თვითსწორებადი იატაკი. მე-8 სართულის ჩათვლით დასრულებულია სამეზობლო კედლების ბლოკის წყობის სამუშაოები. მე-10 სართულის ჩათვლით ფასადზე გაიკრა ტრავერტინის ქვა. მე-11 სართულის ჩათვლით ჩაისვა ალუმინის ვიტრაჟები. |
|
გალერია
|
გალერია |
|
|
08 აგვისტო -2024 |
მე-12 სართული
დაისხა მე-12 სართულის (+35.28 ნიშნული) სახურავის ფილა. მე-8 სართულის ჩათვლით დასრულებულია სამეზობლო კედლების ბლოკის წყობის სამუშაოები. მე-4 სართულის ჩათვლით ფასადზე გაიკრა ტრავერტინის ქვა. მე-5 სართულის ჩათვლით ჩაისვა ალუმინის ვიტრაჟი და გაიკრა ალუკაბონდი. |
|
გალერია
|
გალერია |
|
|
27 მაისი -2024 |
მე-11 სართული
ბაგებში დაისხა მე-11 სართულის ფილა. |
|
გალერია
|
გალერია |
|
|
20 მაისი -2024 |
მე-10 სართულის კოლონები
მე-9 სართულის ჩათვლით დასრულდა მონოლითის სამუშაოები. მე-10 სართულზე ჩაისხა კოლონები და რიგელები, მიმდინარეობს არმირება (არმატურის დაწვნა). მე-6 სართულამდე მიმდინარეობს ბინების შიდა კედლების ბლოკის წყობის სამუშაოები. |
|
გალერია
|
გალერია |
|
|
25 აპრილი -2024 |
მონოლითის სამუშაოები
ბაგებში +18.98 ნიშნულზე დასრულდა საცხოვრებელი სართულის მონოლითის სამუშაოები და მიმდინარეობს მე-8 სართულის კოლონების არმირება (არმატურის დაწვნა). |
|
გალერია
|
გალერია |
|
|
03 აპრილი -2024 |
მე-6 სართული
მე-5 სართულზე ჩაისხა კოლონები და რიგელები, პარალელურად მიმდინარეობს მე-6 სართულზე რკინის სამუშაოები. |
|
გალერია
|
გალერია |
|
|
08 მარტი -2024 |
მე-5 სართული
+12.58 ნიშნულზე მიმდინარეობს მე-5 სართულის კოლონების მოსამზადებელი სამუშაოები. |
|
გალერია
|
გალერია |
|
|
23 თებერვალი -2024 |
საყრდენი სვეტები
პირველიდან მე-5 სართულის ჩათვლით დასრულდა მონოლითის სამუშაო, მე-6 სართულზე მოეწყო საყრდენი სვეტები. |
|
გალერია
|
გალერია |
|
|
09 თებერვალი -2024 |
კოლონების ამოყვანა
ბაგებში სრულდება მე-2 საცხოვრებელი სართულის კოლონების ამოყვანა +6.18 ნიშნულზე. |
|
გალერია
|
გალერია |
|
|
26 იანვარი -2024 |
მე-2 საცხოვრებელი სართული
ბაგებში დაიწყო მე-2 საცხოვრებელი სართულის მშენებლობა +6.18 ნიშნულზე. |
|
გალერია
|
გალერია |
|
|
09 იანვარი -2024 |
მე-3 სართული
დასრულდა მე-3 სართულის ამოყვანა (+2,98 ნიშნული). |
|
გალერია
|
გალერია |
|
|
20 დეკემბერი -2023 |
კოლონები
მიმდინარეობს მე-3 სართულის კოლონების მოსამზადებელი სამუშაოები. |
|
გალერია
|
გალერია |
|
|
24 ივლისი -2023 |
მიწის სამუშაოები
მიმდინარეობს მიწის მოჭრის სამუშაოები. |
|
გალერია
|
გალერია |
|