რა უნდა გავითვალისწინოთ უძრავი ქონების შეძენისას?
უძრავი ქონება დღეს ინვესტირების ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა, რომლის ყიდვისას სწორად უნდა განვსაზღვროთ თქვენი პრიორიტეტები. აუცილებელია საწყის ეტაპზე ყურადღება გამახვილოთ და გაითვალისწინოთ შემდგები ფაქტორები:
საცხოვრებელი უბანი
უბნის არჩევა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. თქვენ უნდა აირჩიოთ გარემო რომელშიც მუდამ მოგიწევთ ცხოვრება, ადგილი რომელიც მოგცემთ კომფორტსა და ამავდროულად გაამრავალფეროვნებს თქვენი ცხოვრების რიტმს. ასეთი გარემოს საპოვნელად ყურადღება მიაქციოთ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა:
- სიმშვიდე და უსაფრთხოება;
- ინფრასტრუქტურა;
- მანძილი ქალაქის ცენტრამდე;
- მწვანე სივრცე;
- ეკოლოგია.
შეარჩიეთ ბინის ფართი
ბინის ფართის შერჩევისას უნდა განსაზღვროთ საინვესტიციოდ ყიდულობთ თუ საცხოვრებლად. თუ საინვესტიციოდ არჩევთ ფართს არჩევანი 50 კვ.მ ბინებზე გააკეთეთ. თუ ოჯახისთვს ეძებთ გაითვალისწინეთ მათი რაოდენობა და განსაზღვრეთ მათთვის ოთახების მოცულობა, არ დაგავიწყდეთ რომ გაითვალისწინოთ სამომავლო პერსპექტივაც და ისე შეარჩიოთ ფართი. ასევე დააზუსტეთ რა კონდიციით გბარდებათ ბინა, და რას მოიცავს ის, რათა გქონდეთ ინფორმაცია თქვენ მოგიწევთ თუ არა შიდა ტიხრების გაკეთება, დაქსელვა და აბონირება.
პროექტის შესახებ ინფორმაცია
მომხმარებლების უნდა ქონდეს სრული ინფორმაცია, რამდენად სანდო და უსაფრთხო იქნება საცხოვრებელი კორპუსი, შესაბამისად სჭირდება პროექტის შესახებ ტექნიკური ინფორმაციის გაცნობა. კარგი იქნება თუ გაეცნობით კომპანიის და პროექტის დოკუმენტაციას და ყურადღებას მიაქციეთ შემდეგ პუნქტებს:
- მშენებლობის ნებართვა;
- საჯარო რეესტრის ჩანაწერი მიწის ნაკვეთის შესახებ;
- გენერალური გეგმა;
- გეგმები;
- ფასადი;
- გამწვანების პროექტი.
ინფრასტრუქტურა
ყურადღება მიაქციე გარემოს და არამხოლოდ უბანს. დარწმუნდით, რომ ყველა მნიშვნელოვანი პუნქტი, როგორიცაა: აფთიაქი, მაღაზიები, სკვერები, მწვანე სივრცე, საბავშვო ბაღი თუ სკოლა თქვენთან ახლოსაა. გაარკვიეთ აქვს თუა არა საცხოვრებელ კორპუსს სივრცე ავტომობილისთვის და შეძლებთ თუ არა მის შეძენას.