რას უნდა მივაქციოთ ყურადღება საცხოვრებელი უბნის შერჩევისას?
24.06.2024

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება საცხოვრებელი უბნის შერჩევისას?

უძრავი ქონების შერჩევა საკმაოდ რთული პროცესია, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაზე უნდა იყოს მორგებული. ადამიანები მუდმივად უსვამენ საკუთარ თავს უამრავ კითხვას ბინის შერჩევამდე, რადგან ისინი მრავალი კრიტერიუმის გათვალისწინებით არჩევენ ბინას როგორიცაა - მდებარეობა, ფასი, სართული, ხედი, სიმწვანე.

ერთ-ერთი მთავარი კითხვა ადგილმდებარეობას ეხება. სწორად შერჩეული საცხოვრებელი უბანი ადამიანებისთვის კომფორტისა და სიმშვიდის გარანტიაა. ამიტომ იქამდე, სანამ ბინის შეძენას გადაწყვეტთ, დაუსვით თქვენს თავს კითხვა:

რას უნდა მივაქციო ყურადღება საცხოვრებელი უბნის შერჩევისას?

ადამიანისთვის სიმშვიდის ფასი არაფერია. ამიტომ აუცილებელია იზრუნოთ თქვენს მენტალურ და სულიერ მდგომარეობაზე და შეარჩიოთ ბინა ისეთ უბანში, სადაც თქვენი უსაფრთხოება დაცული იქნება, რაც სიმშვიდეს მოგგვრით.

ლაღ, წყნარ გარემოს ქმნის ასევე ეკოლოგიაც. სიმწვანეში ცხოვრება ადამიანის ცხოვრების დონეს აუმჯობესებს. ბუნებასთან სიახლოვე:

  • ამცირებს სტრესის ჰორმონის (კორტიზოლის) დონეს ორგანიზმში;
  • ასუფთავებს ორგანიზმს მავნე ნივთიერებებისგან;
  • აუმჯობესებს ტვინის მუშაობას (ბუნებაში 20 წუთით განტვირთვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ტვინმა აღადგინოს ფუნქციები);
  • ამარაგებს სხეულს D ვიტამინით.

21-ე საუკუნეში ადამიანებისთვის ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია აფთიაქები, სავაჭრო ცენტრები, გასართობი სივრცეები, სპორტული დარბაზები, მედიათეკები, შესაბამისად აუცილებელია ყურადღება გაამახვილოთ უბანზე, სადაც ხელმისაწვდომია მსგავსი დაწესებულებები.

თუ ოჯახში გყავთ ბავშვები, მნიშვნელოვანია წინასწარ განსაზღვროთ ბაღების, სკოლებისა და უნივერსიტეტების სტრატეგიული ადგილმდებარეობა, რაც დროის დაზოგვაში დაგეხმარებათ.

სატრანსპორტო საშუალებების სიახლოვეც ერთ-ერთი უპირატესობაა დღევანდელი გადატვირთული გზებიდან გამომდინარე. ეგრეთწოდებული ავტობუსის ზოლების (Bus Line) მეშვეობით თქვენ შეძლებთ მარტივად და სწრაფად მიხვიდეთ ნებისმიერ ლოკაციაზე. ამიტომ აარჩიეთ უბანი, სადაც სატრანსპორტო საშუალებები ახლოსაა.

აგრეთვე აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ საპარკინგე ადგილების ხელმისაწვდომობა - რამდენად მარტივად შეძლებთ მანქანის დაყენებას კონკრეტულ უბანში ან თუ შეგეძლებათ თქვენ მიერ შერჩეულ კომპანიაში ავტომობილისთვის განკუთვნილი სივრცის ყიდვა.