ბაგები - თბილისის საუკეთესო საცხოვრებელი უბანი
02.07.2024

ბაგები - თბილისის საუკეთესო საცხოვრებელი უბანი

თბილისის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და სასურველი საცხოვრებელი რაიონი - ბაგები, გამორჩეულია თავისი უნიკალური მდებარეობით. ეს უბანი აერთიანებს ქალაქურ ცხოვრებას და ბუნებასთან სიახლოვეს, რაც მას იდეალურ არჩევანად აქცევს. საბურთალო-ვაკე-ბაგების გზა - ეს მთავარი მაგისტრალი უზრუნველყოფს მოხერხებულ კავშირს ქალაქის ცენტრთან და სხვა მნიშვნელოვან უბნებთან. მანქანით მგზავრობა ცენტრამდე მხოლოდ 10-15 წუთს მოითხოვს.

ბაგები - ადგილმდებარეობის უპირატესობები:

კუს ტბა ბაგებიდან სულ რაღაც რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს, რომელიც თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილია. აქ შეგიძლიათ ისიამოვნოთ სუფთა ჰაერით, ივარჯიშოთ ან უბრალოდ დაისვენოთ და გაისეირნოთ ბუნებაში.

ვაკის პარკი ბაგებიდან ადვილად მისადგომია - გამწვანება ქალაქის გულში. ეს იდეალური ადგილია სპორტისთვის, პიკნიკისთვის ან უბრალოდ განსატვირთად.

ვაკის საცურაო აუზი აქტიური ცხოვრების მოყვარულთათვის, სადაც შესაძლებელია წლის ნებისმიერ დროს ცურვა და ფიზიკური აქტივობა. აუზი ბაგებიდან სულ რაღაც 4 წუთის სავალზეა.

საგანმანათლებლო დაწესებულებები, ბაგები ცნობილია თავისი პრესტიჟული სასწავლებლებით, მათ შორისაა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი, განივი და ბიბლიოთეკის კორპუსი და სხვადასხვა საერთაშორისო კერძო სკოლა.

თბილისის მაღალი განაშენიანების გამო არ ნიავდება, რის გამოც ჰაერის დაბინძურების დონე აქ ძალიან მაღალია. ამას ემატება ტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობა და ქალაქში არსებული მუდმივი საცობები. აღსანიშნია ის ფაქტი, რომ სუფთა ეკოლოგიის მქონე უბნებს შორისაა - ლისის მიმდებარე ტერიტორია, კუს ტბა, დიღმის რაიონის ნაკლებად განაშენიანებული უბნები და ბაგები. ბაგების მაღალი მდებარეობა კი უზრუნველყოფს სუფთა ჰაერს და შესანიშნავ ხედებს ქალაქზე.

ბაგებში ცხოვრება ნიშნავს, რომ თქვენ გექნებათ წვდომა ყველაფერზე, რაც საჭიროა თანამედროვე, კომფორტული ცხოვრებისთვის, ამავდროულად ისიამოვნებთ მშვიდი და მწვანე გარემოთი. ეს არის ადგილი, სადაც ქალაქის სწრაფი ცხოვრების ტემპი ჰარმონიულად უერთდება ბუნებას.

ბიმ ჯგუფი ბაგებში ხარისხისა და კომფორტის სინთეზით გთავაზობთ თანამედროვეობაზე მორგებულ ცხოვრების საუკეთესო გამოცდილებას. პროექტს, რომლის ცენტრალური მდებარეობის მიღმა კიდევ უფრო მიმზიდველი მახასიათებელია:

  • მდებარეობა - შესაძლებლობა იცხოვრო ქალაქის ცენტრის ხმაურიან გულში;
  • ქალაქის არაჩვეულებრივი ფონი და პეიზაჟები, რომლებიც შთაგაგონებთ და გხიბლავთ;
  • სამშენებლო პროცესების სრულყოფილება, რომელიც დადასტურებულია ISO სერთიფიკატით - ბიმ ჯგუფი 2024 წლიდან ფლობს ISO 9001:2015 სერტიფიკატს, რაც უზრუნველყოფს ხარისხის მართვის ძლიერ სისტემას და მშენებლობის რეგულარულ მონიტორინგს.
  • ექსტერიერი, რომელიც დროს უძლებს - შენობის ფასადი მოპირკეთებულია ბუნებრივი ქვით ტრავერტინითა და მარმარილოთი;
  • დაცვა და ვიდეოკონტროლი 24/7;
  • დასუფთავება და მოვლის სერვისი;
  • გამწვანებული ეზო;
  • ავტოფარეხი.

ბიმ ჯგუფი გაძლევთ შესაძლებლობას ისუნთქო მშვიდად, იცხოვრო კომფორტულად და დაიწყო კეთილდღეობა შენს სახლში.