„ბაგების სასწაული“ - რატომ იზრდება ასე სწრაფად უძრავი ქონების ფასები ცენტრში?
04.12.2024

„ბაგების სასწაული“ - რატომ იზრდება ასე სწრაფად უძრავი ქონების ფასები ცენტრში?

თბილისში უძრავ ქონებაზე ფასები ყოველდღიურად იზრდება. გასულ წელს დედაქალაქში ბინის ფასი საშუალოდ 10-15%-ით გაიზარდა, დაახლოებით ამდენივეთინ გაიზარდა ბანკების მიერ გაცემული უძრავ ქონებაზე სესხების რაოდენობაც. უცხო არავისთვისაა, რომ ყველაზე პოპულარულ უბნებს შორის: ვაკე, საბურთალო და უკვე ბოლო დროს ბაგებია. უკანსკნელი 10 წლის მანძილზე, ცოტა ხნის წინ თითქმის დაუსახლებელი ტერიტორია ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბნად იქცა, სადაც ყოველდღიურად ვითარდება ინფრასტრუქტურა. 

ზოგადად ფასების ზრდა შემდეგ ფაქტორებს უკავშირდება:

  • მოთხოვნა-მიწოდების პრინციპი: როდესაც მაღალია მოთხოვნა, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებიდან გამომდინარე ფასები იზრდება. იქმნება დეფიციტურობა;
  • დასაქმებულთა ხელფასების ზრდა: სამშენებლო სექტორში დასაქმებული მუშახელის ხელფასების ზრდა აძვირებს მშენებლობას, რადგან მშენებელს მეტი ხარჯი აქვს;
  • ინფლაცია: ფასების საერთო დონის ზრდა რათქმაუნდა მოქმედებს მშენებლობაზეც;
  • სამშენებლო მასალების გაძვირება: სამშენებლო მასალები, განსაკუთრებით კი იმპორტირებული სწრაფად ძვირდება;
  • სამშენებლო რეგულაციების გამკაცრება: ახალი საკანონმდებლო რეგულაციები და სტანდარტები უფრო დიდ ხარჯებს მოითხოვს.

ამ სტანდარტული ფაქტორების გარდა არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რომელიც ცენტრში მოთხოვნის და შესაბამისად ფასების ზრდას იწვევს. ძველი თბილისის უბნებში (მთაწმინდის რაიონი) ფასები მეტ-ნაკლებად გაყინულია მაღალ ნიშნულზე ან ნელა იზრდება (1 კვ.მ.-ის საშუალო ფასი 2500-3000 დოლარის ფარგლებში მერყეობს), თუმცა ამ უბნებს მაღალი ტურისტული პოტენციალი აქვთ. მოქალაქეები თავიანთი ქონების გაქირავებით მეტ შემოსავალს ღებულობენ, ბევრი ტოვებს მშობლიურ უბნებს და გადადის ისეთ ცენტრალურ უბნებში როგორიცაა: ვაკე, საბურთალო და ბაგები. ამ უბნებში სწორედ ამიტომ იზრდება ბინის ფასები. 

ბაგების უსწრაფეს ზრდას შეგვიძლია „ბაგების სასწაული“ ვუწოდოთ. მისი მოსახლეობა უკანასკნელ პერიოდში თითქმის გაორმაგდა, ფასები კი წლიურ ჭრილში თითქმის 20%-ით გაიზარდა და დღეს 1 კვ.მ.-ის ღირებულება 1800 დოლარს უტოლდება. ზრდის ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება. სავარაუდოა, რომ მომდევნო 3-4 წელიწადში ფასები 50%-ით გაიზრდება და მოქალაქე 30-40%-იან ამონაგებს მიიღებს.