რატომ ღირს ინვესტიციის ჩადება პარკინგში?
ბაგები უკვე წლებია ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და სასურველ საცხოვრებელ უბნად მიიჩნევა თბილისში. მშვიდი გარემო, მწვანე ზონები და ცენტრალურ ნაწილთან სიახლოვე ამ უბანს განსაკუთრებულ მიმზიდველობას სძენს. თუმცა, ამ კომფორტს თან ახლავს ერთი მუდმივი გამოწვევა - პარკირების პრობლემა. სწორედ ამიტომ, ბაგებში პარკინგის შეძენა არა მხოლოდ კომფორტის, არამედ მომგებიანი ინვესტიციის გარანტიაა.
ქალაქებში, სადაც ავტომობილების რაოდენობა იზრდება (თბილისში რეგისტრირებულია 685,000), პარკინგის მოთხოვნა მუდმივად მაღალია. ამიტომ, ასეთ სივრცეში ინვესტირება გრძელვადიან პერსპექტივაში მომგებიანია.
ბაგები განთქმულია თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსებითა და მაღალი სტანდარტის კერძო სახლებით. აქ მცხოვრებთა უმეტესობას ჰყავს ერთი ან რამდენიმე ავტომობილი, მაგრამ უბნის ქუჩები და ეზოები ვერ უზრუნველყოფს საკმარის ადგილს. შედეგად, პარკინგზე მოთხოვნა მუდმივად მაღალია, ხოლო თავისუფალი ადგილები - იშვიათი.

პარკინგიც შეგვიძლია უძრავი ქონების რიგში გავიყვანოთ, რომლის ღირებულებაც წლებთან ერთად ისე იზრდება, როგორც ბინის. შეგიძლიათ მისი გაქირავებით ან გაყიდვით სტაბილური და მაღალი შემოსავალი მიიღოთ.
პარკინგი არამხოლოდ გეხმარებათ ძვირფასი დროის დაზოგვაში და გიქმნით ყოველდღიურ კომფორტს, არამედ უზრუნველყოფს თქვენი ავტომობილის უსაფრთხოებასაც.
"ბიმ ჯგუფი" ბაგებში გაძლევთ მომგებიან შესაძლებლობას - იყიდეთ ბინა და მიიღეთ 30 000 $-ის ღირებულების პარკინგი საჩუქრად! შეთავაზება შეზღუდული ვადით მოქმედებს, ამიტომ უნდა იჩქაროთ! ჩანიშნეთ შეხვედრა გაყიდვების მენეჯერთან და დაიწყეთ თქვენი წარმატებული ცხოვრება - ყველაზე ეკოლოგიურ და პრესტიჟულ უბანში.

