ზამთარი, ახალი წელი და უძრავი ქონების ბაზარი: რა გავლენას ახდენს დღესასწაულები ბაზრის დინამიკაზე?
25.12.2024

ზამთარი, ახალი წელი და უძრავი ქონების ბაზარი: რა გავლენას ახდენს დღესასწაულები ბაზრის დინამიკაზე?

ზამთრისა და საახალწლო პერიოდი ხშირად უნიკალურ გავლენას ახდენს უძრავი ქონების ბაზარზე. ამ დროს ბაზარზე ცხადად შესამჩნევია როგორც ფასებისა და მოთხოვნის ცვალებადობა, ასევე დეველოპერებისა და მყიდველების ქცევის ცვლილებები.

გაყიდვების აქტივობა ზამთარში

ზამთრის პერიოდი, განსაკუთრებით დეკემბერ-იანვარი, უძრავი ქონების ბაზარზე შედარებით ნაკლებ აქტიურია. ადამიანები ამ პერიოდში ძირითადად დაკავებული არიან დღესასწაულების დაგეგმვით და დროის ოჯახთან გატარებით. შესაბამისად, უძრავი ქონების შეძენა, გაყიდვა ან გაქირავება ხშირად გადავადდება მომდევნო თვეებზე.

სტატისტიკური მონაცემებით, 2022 წლის დეკემბერში უძრავი ქონების გაყიდვები თბილისში შემცირდა დაახლოებით 10%-ით, ნოემბერთან შედარებით. აღნიშნული ტენდენცია გვხვდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვა ბაზრებზეც. გაყიდვების შემცირების მთავარი მიზეზი სეზონურობაა, რაც დაკავშირებულია დღესასწაულებთან. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ამის მიუხედავად ბინებზე ფასები მკვეთრად არ ეცემა და გაზაფხულზე კვლავ იწყებს აღმავლობას, მოთხოვნის ზრდის პარალელურად. 

ფასების ცვლილება

ზამთარში უძრავი ქონების ფასები, როგორც წესი მცირედით იკლებს. დეველოპერები ხშირად სახავენ ახალ სტრატეგიას. ამიტომ ზამთრის პერიოდში ბინის შეძენას დიდი უპირატესობებიც აქვს - კომპანიები ცდილობენ გაყიდვების წახალისებასა და მრავალ სააქციო პირობას გთავაზობენ.

თოვლიანი თბილისი

ნაკლები კონკურენცია ბაზარზე

ზამთარი და ახალი წლის პერიოდი, როგორც წესი, უძრავი ქონების ბაზარზე შედარებით "მშვიდი სეზონია". ბევრ მყიდველს არ აქვს დრო უძრავი ქონების ძიებისთვის, რადგან დღესასწაულებზე ფოკუსირდება. ეს ნიშნავს: ნაკლები კონკურენციასა და მეტ შესაძლებლობას, რომ იპოვოთ ბინა თქვენი პირობებით.

ახალი წელი და ზამთრის პერიოდი, მიუხედავად გაყიდვების დროებითი შემცირებისა, შეიძლება მიიჩნეოდეს შესაძლებლობად, როგორც მყიდველებისთვის, ისე დეველოპერებისთვის. მყიდველები ამ დროს სარგებლობენ ფასდაკლებებით და მოქნილი პირობებით, ხოლო დეველოპერები ცდილობენ ბაზარზე აქტიურობის შენარჩუნებას.

ბაზრის მოთამაშეებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ სეზონურ ცვლილებებს ადაპტირდნენ და შექმნან სტრატეგიები, რომლებიც ხელს შეუწყობს გაყიდვების სტიმულირებასა და მოთხოვნის დაკმაყოფილებას.