რატომ უნდა იცხოვრო ბაგებში?
27.12.2023

რატომ უნდა იცხოვრო ბაგებში?

სუფთა ჰაერი

თბილისში ჰაერის ხარისხი არ შეესაბამება მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის დადგენილ სტანდარტს. ჰაერში ნახშირბადის ოქსიდის და აზოტის დიოქსიდის შემცველობა განსაკუთრებით მაღალია რუსთაველის, აღმაშენებლის, წერეთლის გამზირზე,  გლდანში, ისანში. დადგენილია, რომ თბილისში ჰაერის დაბინძურების წყაროებიდან 71% სატრანსპორტო საშუალებებზე მოდის.

ბაგები ტრანსპორტით გადატვირთული არ არის და მავნე გამონაბოლქვით გარემო ნაკლებად ბინძურდება. შესაბამისად, ბაგებში მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობა ნაკლებად დგას ჰაერით გამოწვეული დაავადებების რისკის ქვეშ.

მეტი მწვანე საფარი

თბილისის ცენტრალურ უბნებში პარკებისა და გამწვანებული ადგილების რაოდენობა სულ უფრო და უფრო მცირდება, ბაგები კი მთის ფერდობზეა გაშენებული, სადაც ფოთლოვანთან ერთად წიწვოვანი ხეებიც ბევრია, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის. ეს მწვანე საფარი ბაგების გარშემო გუგლის რუკაზეც კარგად ჩანს.

 ქალაქის ცენტრთან სიახლოვე

ბევრს ჰგონია, რომ ბაგები თბილისის ცენტრალური უბნებიდან ბევრად შორსაა, ვიდრე, მაგალითად, საბურთალოს ზოგიერთი ქუჩა, რაც მცდარია.

ბაგები თბილისის ცენტრალური უბნებიდან რამდენიმე წუთის სავალზეა. მძღოლები ამბობენ, რომ თავისუფლების მოედნიდან ბაგებამდე მისასვლელად მანქანით, დაახლოებით, 10-15 წუთია საჭირო, მაშინ როცა ნუცუბიძის ქუჩის დასაწყისამდე მისვლას, საშუალოდ, 15-20 წუთი სჭირდება. გუგლ მეპის მონაცემებით კი ბაგები იმავე თავისუფლების მოედნიდან 7კმ-ით არის დაშორებული და მანქანით იქამდე მისასვლელად, დაახლოებით, 15 წუთია საჭირო.  

საჭირო ობიექტები

 ბაგების ტერიტორიაზე რამდენიმე კერძო სკოლაა. იქვეა სავაჭრო პუნქტები, სუპერმარკეტები, სპორტული ცენტრები – მაგალითად  ვაკის საცურაო აუზი, ღია საცურაო აუზი და ფიტნეს ცენტრები, საფეხბურთო მოედანი. ბაგებთან ახლოსაა “ვაკის პარკი” და “კუს ტბა”.

სიმყუდროვე

ბაგებში ცხოვრება იგივეა, რაც აგარაკზე ყოფნა – აქ სიმშვიდეა.

აგები თბილისში ყველაზე კარგი ადგილია საცხოვრებლად, წყნარია, მოშორებულია ქალაქის ხმაურს, მტვერს, სუფთა ადგილია და ჰაერი ძალიან კარგია. ამ უპირატესობების გარდა, ბაგებში ბინის შეძენა კიდევ ერთი მიზეზის გამო ღირს – ეს კარგი ინვესტიციაა.