რემონტის 3 ძირითადი ეტაპი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო
ყველასთვის ცნობილია, რომ ბინის რემონტი დიდ ენერგიას მოითხოვს. მისი დაგეგმვა, პროცესის კონტროლი და გამოწვეული აურზაურის მართვა მარტივი ნამდვილად არ არის. თუმცა გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, ის არცთუისე მცირე ფინანსებსაც მოითხოვს.
პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს ორი ტიპის რემონტი: კაპიტალური და კოსმეტიკური. თითოეული მათგანი შეიძლება გაკეთდეს ეკნომიურად, საშუალოდ და უმაღლესად. 1 კვ.მ.-ს გარემონტების ფასი სწორედ ამის მიხედვით განისაზღვრება (როგორც წესი მერყეობს 100 დოლარიდან 400 დოლარამდე). აუცილებელია დავიცვათ თანმიმდევრულობა და გავითვალისწინოთ მნიშვნელოვანი რჩევები: შეიძინოთ 15%-ით მეტი მასალა, გააკონტროლოთ ხარჯები, ჩამოყალიბდეთ და დაგეგმოთ რა გინდათ.
შეგვიძლია გამოვყოთ რემონტის სამი ძირითადი ეტაპი:
- მოძებნეთ და ყურადღებით შეარჩიეთ სარემონტო/ხელოსანთა ჯგუფი. ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული ხდება შესაბამისი პროფილის კომპანიების დაქირავება. შესაძლოა ეს საუკეთესო გზა იყოს საქმის გასამარტივებლად. მთავარია დარწმუნდეთ კომპანიის კვალიფიციურობაში. დააწესეთ ვადები კონკრეტულ სამუშაოებზე და გაუწიეთ მონიტორინგი. იყავით მუდმივ კომუნიკაციაში ხელოსნებთან ან მენეჯმენტთან.
- შეარჩიეთ საჭირო მასალები და გადადით ბინის დაგეგმარებაზე. დაფიქრდით შიდა ტიხრების მოწყობასა და ოთახების განლაგებაზე, შემდეგ კი სისრულეში მოიყვანეთ რემონტი. ჭერის, სველი წერტილებისა და სამზარეულოს დასრულების შემდეგ დაიწყეთ სამღებრო სამუშაოები. შეარჩიეთ ისეთი მასალა, რომლის დამუშავება მარტივია და დროში მეტად გამძლეა (მაგალითად ფლიზელინი), დააგეთ ფილები და გააკარით შპალერი.
- სულ ბოლოს კი მოაწყვეთ შიდა კარებები (ოთახების) და პლინტუსი. ასევე უნდა დამაგრდეს როზეტ-ჩამრთველების ელ. ფურნიტურა. თქვენი ინდივიდუალურობისა და კომფორტისთვის ხორცშესასხმელად მოაწყვეთ დეკორი, ავეჯი და სანათები, რაც სრულად დასრულებულ სახეს აძლევს ბინას. ამ დეტალების კავშირი ქმნის ჰარმონიას, რომელიც თქვენს საყვარელ საცხოვრებელს ბედნიერების კერად აქცევს.
საშუალოდ რემონტი 10-15 წელი ძლებს, ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ მასში ჩააქსოვოთ ის რაც თქვენი გემოვნებისა და კომფორტისთვის ყველაზე მისაღებია. ნუ იქნებით ძალიან ეკონომიური, რადგან უხარისხო რემონტს შეუძლია მომავალში ბევრი პრობლემა შეგიქმნათ. კარგად მოემზადეთ და განსაზღვრეთ პრიორიტეტები.