როგორი იყო 2024 წელი ქართული უძრავი ქონების სექტორისთვის?
19.12.2024

როგორი იყო 2024 წელი ქართული უძრავი ქონების სექტორისთვის?

უძრავი ქონების სექტორი კვლავ ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი სფეროა. მშენებლობისა და უძრავი ქონების სექტორს საქართველოს მშპ-ის 8-12%-იანი წილი უჭირავს. გაიცა დაახლოებით 10,000 სამშენებლო ნებართვა და გაიზარდა უძრავი ქონების ბაზრის ზომა. თბილისის მერიამ შეაჩერა 40-მდე საცხოვრებელი კორპუსისა და კომპლექსის მშენებლობა. 2024 წლის ბოლოსთვის გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფასების ინდექსი 6%-ით გაიზარდა. 

მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქში ფასები კვლავ ზრდის ტენდენციას აჩვენებს, 2022-2023 წლების პიკის შემდეგ ის სტაბილურდება. ყოველწლიურად იზრდება სამშენებლო კომპანიების მიერ განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა და ბანკების მიერ უძრავი ქონებისთვის გაცემული სესხების რაოდენობა.

მოთხოვნა იზრდება ახალაშენებულ ბინებზე, თუმცა კვლავ არ კარგავს აქტუალურობას ე.წ. მეორადი ბინები (გაიყიდა 15,000-ზე მეტი ძველი ბინა). ყველაზე მოთხოვნადი უბნებია: საბურთალო, დიდი დიღომი, ბაგები და გლდანი. უკანასკნელი მონაცემებით, ჯამში თბილისში გაყიდული ბინების დაახლოებით 40% ამ ოთხ უბანზე მოდის. წელს 1 კვ.მ. ბინის საშუალო ფასი თბილისში 1250 დოლარს აღწევს. განსაკუთრებული ზრდა შეინიშნება გარეუბნებში (დაახ. 10%), ხოლო უმნიშვნელო ცენტრში. ყველაზე ძვირად 1 კვ.მ-ს მთაწმინდისა და ვაკის რაიონებში (მათ შორის ბაგებში) შეიძენთ, სადაც ფასი 2000 დოლარს აჭარბებს.

თბილისში 1 კვ.მ. ბინის საშუალო გასაქირავებელი ფასი 10 დოლარია. იზრდება მოთხოვნა და პარალელურად ფასები კომერციულ ფართებზეც. საოფისე ფართებში იჯარის გადასახადი 1 კვ.მ-ზე 15-დან $20-დოლარამდეა, მოთხოვნა კი დიდ საოფისე ფართებზეა. 

თბილისში 1 კვ.მ. ბინის საშუალო გასაქირავებელი ფასი 10 დოლარია. იზრდება მოთხოვნა და პარალელურად ფასები კომერციულ ფართებზეც. საოფისე ფართებში იჯარის გადასახადი 1 კვ.მ-ზე 15-დან 20-დოლარამდეა, მოთხოვნა კი დიდ საოფისე ფართებზეა. 

ბათუმი, როგორც საქართველოს მე-2 უდიდესი ქალაქი სწრაფად ვითარდება. მართალია უძრავი ქონების ბაზრის ზომამ გარკვეული კლება განიცადა, თუმცა ბინებზე მოთხოვნა ნარჩუნდება. ფასები კი მესამე კვარტალში 10%-ით გაიზარდა. 1 კვ.მ. ბინის საშუალო ფასი 1100 დოლარს აჭარბებს.

ბაზარზე ფასების ზრდა კვლავ გაგრძელდება, ამას რამდენიმე ძირითადი მიზეზი აქვს: დასაქმებულთა ხელფასების ზრდა, სამშენებლო მასალებზე ფასების ზრდა და სხვა.