ფაქტორები, რომლებიც თქვენი ბინის ფასს განსაზღვრავს
ბინის ფასის განსაზღვრა რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზეა დამოკიდებული, რომლებიც ეკონომიკურ, სოციალურ და ტექნიკურ ასპექტებს მოიცავს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ეს არის პროცესი, რომელიც არა მხოლოდ საცხოვრებელ ბაზარზე არსებულ ტენდეციებს, არამედ ბინის ადგილმდებარეობას, მისი მდგომარეობას, ინფრასტრუქტურას და სხვა გარე ფაქტორებსაც უკავშირდება.
მოსახლეობის მიგრაციის ზრდა დიდი ქალაქებში, მაგალითად თბილისისკენ, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფასების ფორმირებაში. დიდი ქალაქებში, სადაც მოთხოვნა მაღალია, ფასები მატულობს (ასეთია ბათუმიც)
ბინის ფასზე ყველაზე დიდი გავლენა აქვს მის მდებარეობას (სხვადასხვა ქვეყნებში გამოკითხულთა საშუალოდ 60% მას პირველ პრიორიტეტად ასახელებს) თუ ბინა მდებარეობს ქალაქის ცენტრში, განვითარებულ ინფრასტრუქტურასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტთან ახლოს, მისი ფასი საგრძნობლად მაღალი იქნება, ვიდრე იგივე ტიპის ბინის, რომელიც შორსაა ქალაქის ცენტრიდან. ასევე ეს საკითხი მეტად ინდივიდუალურია, ზოგს ცენტრისგან მოშორებით ურჩევნია ქალაქის ხმაურისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრება, ხოლო სხვები უბნის პრესტიჟულობას მეტად აფასებენ. თბილისში ასეთ უბნად შეგვიძლია - ბაგები მივიჩნიოთ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და ამავდროულად ეკოლოგიურად სუფთა უბანია.
ბინის ღირებულებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მისი ფართობი, დიდი ზომის, ფართო და ნათელი ბინები, რომელთაც აქვთ კარგად ორგანიზებული სივრცე, მეტად მოთხოვნადია. ასევე, ბინის ოთახების განლაგება, სარემონტო მდგომარეობა და ფუნქციური დეტალები – მაგალითად, სათავსოები, აივნები და პარკინგი.
პირდაპირი კავშირი არსებობს ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობის და უძრავი ქონების ბაზრის ტრენდების შორის. თუ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდაა და მოსახლეობას აქვს მაღალი შემოსავალი, ბინის ფასი შეიძლება გაიზარდოს. თუმცა, ეკონომიკური კრიზისების დროს ან ინფლაციის შემთხვევაში, ფასები ხშირად მცირდება, რადგან ბევრი ადამიანი აღარ არის მზად ინვესტირებისთვის (მაგალითად 2008 წლის გლობალური ეკონომიკური კრიზისი).
ბინის ახლო მდებარეობამ მაღაზიებთან, რესტორნებთან, გასართობ და სავაჭრო ცენტრებსთან, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან, შეიძლება გამოიწვიოს ფასების ზრდა. როცა რაიონში ინფრასტრუქტურა და სოციალური გარემო ვითარდება, ამ ადგილებს უფრო ხშირად ირჩევენ მყიდველები, რაც ცხადია, ზრდის მოთხოვნას და ფასს.
უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა და მიწოდება პირდაპირ მოქმედებს ფასებზე. თუ ბაზარზე ბევრი ხელმისაწვდომი ბინა არსებობს, მაგრამ მყიდველები ნაკლებად არიან დაინტერესებული, ფასები იკლებს. მეორე მხრივ, თუ საცხოვრებელი ფართების რაოდენობა შეზღუდულია, ხოლო მოთხოვნა მაღალია, ფასი იზრდება. ამჟამად დედაქალაქში, მოთხოვნის პარალელურად, ბინებზე ფასები სტაბილურად განაგრძობს ზრდას.
ბინის ფასი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელიც ყოველდღიურად შეიძლება შეიცვალოს. ამ ფაქტორების გაცნობიერება დავეხმარებათ სწორად შეაფასოთ არსებული ვითარება და მიიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილებები უძრავი ქონების შეძენისა თუ გაყიდვის შესახებ.