scroll down
popup cover
🚀დაგვიტოვე ნომერი
ჩვენი უძრავი ქონების ესპერტი დაგიზოგავთ დროს და შეგარჩევინებთ თქვენთვის სასურველ ბინას🩵
slider 0
1 / 2

ქალაქის გული - შეიგრძენი ცხოვრების რიტმი

slider 1
2 / 2

Beam Group

ნება მოგვეცით გადავაჭარბოთ თქვენს მოლოდინს ყოველ ნაბიჯზე

თანამედროვე გამოწვევებზე საპასუხოდ გადავწყვიტეთ შეგვექმნა კომპანია, რომელიც ადამიანებს შესთავაზებდა გამორჩეულ საცხოვრებელ გარემოს და იზრუნებდა მათ სიმყუდროვესა და სიმშვიდეზე. სწორედ ამიტომ 2023 წელს დავაფუძნეთ ბიმ ჯგუფი, სლოგანით: - ''ახალი სხივი შენს ცხოვრებაში''. ჩვენ ვიცით, რომ დღეს ცხოვრების ახალი სტანდარტი, ინფრასტრუქტურის არა მხოლოდ შექმნას, არამედ მის შენარჩუნებასაც გულისხმობს. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, კვალიფიციური კადრების დახმარებითა და ISO სტანდარტების დაცვით ჩვენ ვაშენებთ გარემოს, რომელიც ზუსტად გამოხატავს ჩვენს წარმოდგენას სრულყოფილ სახლთან დაკავშირებით.

ჩვენ შესახებ

მისია

თანამედროვე ტექნოლოგიებით, კვალიფიციური კადრებითა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით შევქმნათ კომფორტული და მყუდრო გარემო თქვენთვის. 
ურბანული ცხოვრების ხელახალი განსაზღვრა განსაკუთრებული სივრცის შექმნით, რომელიც შთააგონებს და ამაღლებს ყოველდღიურ გამოცდილებას. 

მიზანი

ჩვენი მიზანია სრულყოფილებისკენ სწრაფვა არქიტექტურული დიზაინიდან დაწყებული, ბინის გასაღების გადაცემით დასრულებული. 
პრიორიტეტული ადგილებითა და განსაცვიფრებელი ხედებით ემოციების მინიჭება, ჩვენი მაცხოვრებლების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ქალაქის არქიტექტურის გამდიდრება, განახლებული დიზაინითა და დეტალებისადმი ყურადღების გამახვილების გზით.

ღირებულება

ჩვენი მთავარი ღირებულებაა დაკისრებული ვალდებულების პირნათლად შესრულება, რაც შემდგომში ამარტივებს ურთიერთობას მომავალ მობინადრეებთან.

კეთილსინდისიერება

ჩვენ ვაწარმოებთ ბიზნესს პატიოსნებით, გამჭვირვალობითა და ერთიანობით, ვამყარებთ ნდობას ჩვენს დაინტერესებულ მხარეებთან და ვავითარებთ გრძელვადიან ურთიერთობებს. 

about
timeline 0 timeline 1 timeline 2 timeline 4
05
21 ნოემბერი -2025

ეზოს ტერიტორიის მოწესრიგება

პროექტში სამშენებლო სამუშაოები უახლოვდება დასრულების ფაზას - სადარბაზოები გალესილია და დასრულებულია სამღებვრო სამუშაოები. ლიფტისა და კიბის უჯრედების შახტები უკვე შეიფუთა ალუკაბონდით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ეზოს ტერიტორიის მოწესრიგება, რათა ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები შეუფერხებლად დაიწყოს. 

gallery
timeline 0 timeline 2 timeline 3 timeline 4 timeline 5
06
05 ნოემბერი -2025

შიდა სამუშაოები

დამონტაჟებულია ლიფტები, დასრულებულია ლიფტის ჩარჩოების და ღილაკების ინსტალაცია. მიმდინარეობს მარმარილოს დამაგრების სამუშაოები. სადარბაზოები გალესილია და დასრულებულია სამღებვრო სამუშაოები. მიმდინარეობს ჭერის სამღებვრო სამუშაოები. პროექტში დასრულებულია მოაჯირების შეღებვა. ასევე მიმდინარეობს ლიფტისა და კიბის უჯრედების შახტების შეფუთვა ალუკაბონდით. საკომუნიკაციო სისტემებიდან დასრულებულია დენის, წყლის და გაზის მრიცხველების მონტაჟი. 

gallery
timeline 1 timeline 2 timeline 3 timeline 4 timeline 5 timeline 6 timeline 7
08
10 ოქტომბერი -2025

შიდა სამუშაოების ეტაპი

პროექტში აქტიურად მიმდინარეობს შიდა სამუშაოების ეტაპები, რომლებიც უზრუნველყოფენ შენობის ფუნქციონალურობას, უსაფრთხოებას და კომფორტს. დამონტაჟებულია ლიფტები და მიმდინარეობს ლიფტის ჩარჩოების და ღილაკების ინსტალაცია. დასრულებულია ლიფტის შახტების მშენებლობა და ლესვითი სამუშაოები. კიბის უჯრედის მონტაჟი დასრულებულია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოაჯირების შეღებვის პროცესი. სადარბაზოები გალესილია და დამონტაჟებულია უსაფრთხოების კამერები. დარჩენილია მხოლოდ სადარბაზოსა და ჭერის სამღებვრო სამუშაოები. სახურავზე იწყება საიზოლაციო პანდუსების მონტაჟი, რაც ზრდის პროექტის ენერგოეფექტურობას. 

gallery
timeline 0 timeline 1 timeline 2 timeline 3 timeline 4 timeline 6 timeline 7 timeline 8
09
26 სექტემბერი -2025

შიდა სამუშაოები

სამუშაოები მიმდინარეობს დაგეგმილი გრაფიკის შესაბამისად, ხარისხისა და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების დაცვით. მიმდინარეობს ლიფტის ჩარჩოების და ღილაკების მონტაჟი, რაც შენობის შიდა ინფრასტრუქტურის დასრულების მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. დასრულებულია შახტების მშენებლობა და ლესვითი სამუშაოები. კიბის უჯრედზე მიმდინარეობს მოაჯირების შეღებვა. პარალელურად მიმდინარეობს სახანძრო სისტემების, გამწოვებისა და ვენტილატორების მონტაჟი - რაც ინჟინერიული ინფრასტრუქტურის სრულყოფის მნიშვნელოვანი ეტაპია.

gallery