popup cover
🚀დაგვიტოვე ნომერი
ჩვენი უძრავი ქონების ესპერტი დაგიზოგავთ დროს და შეგარჩევინებთ თქვენთვის სასურველ ბინას🩵
1 / 2

ქალაქის გული - შეიგრძენი ცხოვრების რიტმი

თანამედროვე გამოწვევებზე საპასუხოდ გადავწყვიტეთ შეგვექმნა კომპანია, რომელიც ადამიანებს შესთავაზებდა გამორჩეულ საცხოვრებელ გარემოს და იზრუნებდა მათ სიმყუდროვესა და სიმშვიდეზე. სწორედ ამიტომ 2023 წელს დავაფუძნეთ ბიმ ჯგუფი, სლოგანით: - ''ახალი სხივი შენს ცხოვრებაში''. ჩვენ ვიცით, რომ დღეს ცხოვრების ახალი სტანდარტი, ინფრასტრუქტურის არა მხოლოდ შექმნას, არამედ მის შენარჩუნებასაც გულისხმობს. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, კვალიფიციური კადრების დახმარებითა და ISO სტანდარტების დაცვით ჩვენ ვაშენებთ გარემოს, რომელიც ზუსტად გამოხატავს ჩვენს წარმოდგენას სრულყოფილ სახლთან დაკავშირებით.

ჩვენ შესახებ

მისია

თანამედროვე ტექნოლოგიებით, კვალიფიციური კადრებითა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით შევქმნათ კომფორტული და მყუდრო გარემო თქვენთვის. 
ურბანული ცხოვრების ხელახალი განსაზღვრა განსაკუთრებული სივრცის შექმნით, რომელიც შთააგონებს და ამაღლებს ყოველდღიურ გამოცდილებას. 

მიზანი

ჩვენი მიზანია სრულყოფილებისკენ სწრაფვა არქიტექტურული დიზაინიდან დაწყებული, ბინის გასაღების გადაცემით დასრულებული. 
პრიორიტეტული ადგილებითა და განსაცვიფრებელი ხედებით ემოციების მინიჭება, ჩვენი მაცხოვრებლების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ქალაქის არქიტექტურის გამდიდრება, განახლებული დიზაინითა და დეტალებისადმი ყურადღების გამახვილების გზით.

ღირებულება

ჩვენი მთავარი ღირებულებაა დაკისრებული ვალდებულების პირნათლად შესრულება, რაც შემდგომში ამარტივებს ურთიერთობას მომავალ მობინადრეებთან.

კეთილსინდისიერება

ჩვენ ვაწარმოებთ ბიზნესს პატიოსნებით, გამჭვირვალობითა და ერთიანობით, ვამყარებთ ნდობას ჩვენს დაინტერესებულ მხარეებთან და ვავითარებთ გრძელვადიან ურთიერთობებს. 

01
15 აპრილი -2025

ალუკაბონდის მონტაჟი

პროექტში დასრულდა აივნებზე მოაჯირების მონტაჟი, სავენტილაციო და სახანძრო სისტემების მონტაჟი და ბინებში გაზის სისტემის დაქსელვა. ამავდროულად მე-2 და მე-7 სართულეზე დასრულდა იატაკის მოჭიმვის სამუშაოები. ასევე ფასადის წინა მხარეს ალუკაბონდის მონტაჟი. პარალელურად მიმდინარეობს მე-6 სართულზე იატაკის მოჭიმვა, მე-4 და მე-6 სართულზე ბინების ლესვა და მე-4 სართულის ჩათვლით სადარბაზოს კედლების ლესვა და მოპირკეთება.

02
05 თებერვალი -2025

აივნის მოაჯირები

პროექტში სრულდება შიდა ტიხრების ამოყვანის და გაზის დაქსელვის სამუშაოები. მიმდინარეობს აივნებზე მოაჯირების მიმაგრების სამუშაოები. 

03
27 იანვარი -2025

ფასადის სამუშაოები

-1 სართულზე მიმდინარეობს მოჭიმული იატაკის დასხმის სამუშაოები. მე-10 სართულის ჩათვლით ბინებში დასრულდა შიდა ტიხრების ამოყვანა. მიმდინარეობს გაზის დაქსელვა და ბინებში იატაკის მოჭიმვის სამუშაოები. პროექტის ფასადის სამუშაოების 80% დასრულებულია. 

04
07 იანვარი -2025

ტრავერტინის ქვა

ფასადზე გაკრულია ტრავერტინის ქვა და დასრულდა ალუმინის ვიტრაჟების მონტაჟი. მე-7 სართულის ჩათვლით დასრულდა იზოგიფსით კედელბის გალესვა. ფასადის წინა მხარეს დასრულდა და დაიწყო უკანა მხარეს ალუკაბონდის მონტაჟი. დასრულდა კორპუსის ცენტრალური დაქსელვა: კანალიზაცია, ვინტილაცია, წყალი.