01
20 დეკემბერი -2024

შიდა ტიხრები

ფასადზე წინა მხარეს სრულდება ალუკაბონდის გაკვრა. მიმდინარეობს ბინის შიდა ტიხრების ამოყვანის სამუშაოები (60% დასრულებულია). ასევე მიმდინარეობს ლიფტის სამონტაჟო სამუშაოები. 

02
05 დეკემბერი -2024

მე-10 სართული

დასრულდა ლესვითი სამუშაოები და ალუკაბონდის კარკასის შეკვრა. ფასადზე გაკრულია ტრავერტინის ქვა. მე-10 სართულის ჩათვლით დამონტაჟდა ალუმინის ვიტრაჟები. დაიწყო ბინის შიდა ტიხრების ამოყვანისა და ლესვის სამუშაოები. მიმდინარეობს კორპუსის ცენტრალური დაქსელვა: კანალიზაცია, ვინტილაცია, წყალი. 

03
07 ნოემბერი -2024

ალუმინის ვიტრაჟები

დასრულდა ლესვითი სამუშაოები და სადარბაზოს იზოგიფსით ლესვა. მიმდინარეობს გარე ფასადზე ალუკაბონდის მონტაჟი და ტრავერტინით მოპირკეთება. მიმდინარეობს მე-2 სართულის ბინების იზოგიფსით ლესვა. მე-9 სართულის ჩათვლით დამონტაჟდა ალუმინის ვიტრაჟები. დაიწყო კორპუსის ცენტრალური დაქსელვა: კანალიზაცია, ვინტილაცია, წყალი.

04
28 ოქტომბერი -2024

სამეზობლო ტიხრები

დასრულდა სამეზობლო ტიხრების ამოყვანა და ქვიშა-ცემენტით ლესვა. მიმდინარეობს ვინტილაციის და წყალ-კანალიზაციის დაქსელვა. მე-7 სართულის გათვლით იზოგიფსით გალესილია სადარბაზო. მე-9 სართულის ჩათვლით ფასადი მოპირკეთდა ტრავერტინის ქვა და ჩაისვა ვიტრაჟები.

05
04 ოქტომბერი -2024

შიდა სამუშაოები

დასრულდა აივნების ლესვა. ფასადზე გაიკრა ალუკაბონდი. -1 სართულზე (-3.20 ნიშნული) დაისხა თვითსწორებადი იატაკი. მე-8 სართულის ჩათვლით დასრულებულია სამეზობლო კედლების ბლოკის წყობის სამუშაოები. მე-10 სართულის ჩათვლით ფასადზე გაიკრა ტრავერტინის ქვა. მე-11 სართულის ჩათვლით ჩაისვა ალუმინის ვიტრაჟები.

06
08 აგვისტო -2024

მე-12 სართული

დაისხა მე-12 სართულის (+35.28 ნიშნული) სახურავის ფილა. მე-8 სართულის ჩათვლით დასრულებულია სამეზობლო კედლების ბლოკის წყობის სამუშაოები. მე-4 სართულის ჩათვლით ფასადზე გაიკრა ტრავერტინის ქვა. მე-5 სართულის ჩათვლით ჩაისვა ალუმინის ვიტრაჟი და გაიკრა ალუკაბონდი.

07
27 მაისი -2024

მე-11 სართული

ბაგებში დაისხა მე-11 სართულის ფილა. 

08
20 მაისი -2024

მე-10 სართულის კოლონები

მე-9 სართულის ჩათვლით დასრულდა მონოლითის სამუშაოები. მე-10 სართულზე ჩაისხა კოლონები და რიგელები, მიმდინარეობს არმირება (არმატურის დაწვნა). მე-6 სართულამდე მიმდინარეობს ბინების შიდა კედლების ბლოკის წყობის სამუშაოები.

09
25 აპრილი -2024

მონოლითის სამუშაოები

ბაგებში +18.98 ნიშნულზე დასრულდა საცხოვრებელი სართულის მონოლითის სამუშაოები და მიმდინარეობს მე-8 სართულის კოლონების არმირება (არმატურის დაწვნა).   

10
03 აპრილი -2024

მე-6 სართული

მე-5 სართულზე ჩაისხა კოლონები და რიგელები, პარალელურად მიმდინარეობს მე-6 სართულზე რკინის სამუშაოები.

11
08 მარტი -2024

მე-5 სართული

+12.58 ნიშნულზე მიმდინარეობს მე-5 სართულის კოლონების მოსამზადებელი სამუშაოები.

12
23 თებერვალი -2024

საყრდენი სვეტები

პირველიდან მე-5 სართულის ჩათვლით დასრულდა მონოლითის სამუშაო, მე-6 სართულზე მოეწყო საყრდენი სვეტები.

13
09 თებერვალი -2024

კოლონების ამოყვანა

ბაგებში სრულდება მე-2 საცხოვრებელი სართულის კოლონების ამოყვანა +6.18 ნიშნულზე.

14
26 იანვარი -2024

მე-2 საცხოვრებელი სართული

ბაგებში დაიწყო მე-2 საცხოვრებელი სართულის მშენებლობა +6.18 ნიშნულზე.

15
09 იანვარი -2024

მე-3 სართული

დასრულდა მე-3 სართულის ამოყვანა (+2,98 ნიშნული).

16
20 დეკემბერი -2023

კოლონები

მიმდინარეობს მე-3 სართულის კოლონების მოსამზადებელი სამუშაოები.

17
24 ივლისი -2023

მიწის სამუშაოები

მიმდინარეობს მიწის მოჭრის სამუშაოები.