„ბაგების სასწაული“ - რატომ იზრდება ასე სწრაფად უძრავი ქონების ფასები ცენტრში
თბილისში უძრავ ქონებაზე ფასები ყოველდღიურად იზრდება. გასულ წელს დედაქალაქში ბინის ფასი საშუალოდ 10-15%-ით გაიზარდა, დაახლოებით ამდენივეთინ გაიზარდა ბანკების მიერ გაცემული უძრავ ქონებაზე სესხების რაოდენობაც. უცხო არავისთვისაა, რომ ყველაზე პოპულარულ უბნებს შორის: ვაკე, საბურთალო და უკვე ბოლო დროს ბაგებია. უკანსკნელი 10 წლის მანძილზე, ცოტა ხნის წინ თითქმის დაუსახლებელი ტერიტორია ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბნად იქცა, სადაც ყოველდღიურად ვითარდება ინფრასტრუქტურა.
ზოგადად ფასების ზრდა შემდეგ ფაქტორებს უკავშირდება:
- მოთხოვნა-მიწოდების პრინციპი: როდესაც მაღალია მოთხოვნა, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებიდან გამომდინარე ფასები იზრდება. იქმნება დეფიციტურობა;
- დასაქმებულთა ხელფასების ზრდა: სამშენებლო სექტორში დასაქმებული მუშახელის ხელფასების ზრდა აძვირებს მშენებლობას, რადგან მშენებელს მეტი ხარჯი აქვს;
- ინფლაცია: ფასების საერთო დონის ზრდა რათქმაუნდა მოქმედებს მშენებლობაზეც;
- სამშენებლო მასალების გაძვირება: სამშენებლო მასალები, განსაკუთრებით კი იმპორტირებული სწრაფად ძვირდება;
- სამშენებლო რეგულაციების გამკაცრება: ახალი საკანონმდებლო რეგულაციები და სტანდარტები უფრო დიდ ხარჯებს მოითხოვს;
ამ სტანდარტული ფაქტორების გარდა არსებობს კიდევ მნიშვნელოვანი მიზეზი, რომელიც ცენტრში მოთხოვნის და შესაბამისად ფასების ზრდას იწვევს. ძველი თბილისის უბნებში (მთაწმინდის რაიონი) ფასები მეტ-ნაკლებად გაყინულია მაღალ ნიშნულზე ან ნელა იზრდება (1 კვ.მ.-ის საშუალო ფასი 2500-3000 დოლარის ფარგლებში მერყეობს), თუმცა ამ უბნებს მაღალი ტურისტული პოტენციალი აქვთ. მოქალაქეები თავიანთი ქონების გაქირავებით მეტ შემოსავალს ღებულობენ, ბევრი ტოვებს მშობლიურ უბნებს და გადადის ისეთ ცენტრალურ უბნებში როგორიცაა: ვაკე, საბურთალო და ბაგები. ამ უბნებშ სწორედ ამიტომ იზრდება ბინის ფასები.
ბაგების უსწრაფეს ზრდას შეგვიძლია „ბაგების სასწაული“ ვუწოდოთ. მისი მოსახლეობა უკანასკნელ პერიოდში თითქმის გაორმაგდა, ფასები კი წლიურ ჭრილში თითქმის 20%-ით გაიზარდა და დღეს 1 კვ.მ.-ის ღირებულება 1800 დოლარს უტოლდება. ზრდის ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება. სავარაუდოა, რომ მომდევნო 3-4 წელიწადში ფასები 50%-ით გაიზრდება და მოქალაქე 30-40%-იან ამონაგებს მიიღებს.