ადამიანები საცხოვრებლად ირჩევენ ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ადგილს
15.01.2024

ადამიანები საცხოვრებლად ირჩევენ ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ადგილს

ყველასთვის ცნობილია, რომ უძრავი ქონების შეძენა ფულის დაბანდების ერთ-ერთი  საუკეთესო გზაა და რომ უძრავი ქონების ქართული ბაზარი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და გაიზარდა 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ახალი მონაწილეებით, რომლებიც რეგულარულად ჩნდებიან ბაზარზე ახალი შეთავაზებებით და გადახდის მოქნილი პირობებით. ასეთმა შეთავაზებამ გამოიწვია კლიენტების რიცხვის ზრდა, რომელთაც გააჩნიათ ახალი მოთხოვნები, გემოვნება, ქცევა და უპირატესობები უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით.

მომხმარებლების უმეტესობა ირჩევს ბინებს ადგილმდებაროების მიხედვით და იმის გათვალისწინებით, არის თუ არა ეს ადგილი ეკოლოგიურად სუფთა გარემოში და ოფისების, სკოლების ან სავაჭრო ცენტრების სიახლოვეს. კვლევით გამოვლინდა, რომ საბურთალო არის ყველაზე მოთხოვნადი ადგილი, სადაც კლიენტებს სურთ ბინების შეძენა (გამოკითხულთა 30%); შემდგ მოდის დიდუბე-დიღომი– 17%; თბილისის გარეუბნები – 13%, ნაძალადევი – 11%; ვაკე-ბაგები – 9%, ხოლო დანარჩენები ირჩევენ დედაქალაქის სხვა უბნებს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ადრე თუ ვაკე ითვლებოდა ყველაზე პრესტიჟულ უბნად, ახლა მას ერგო მხოლოდ რამოდენიმე ხმა დიღომთან შედარებით.

როგორც აღნიშნავს  ACT-ის ბიზნეს კვლევების ანალიტიკოსი თინათინ ბასილაშვილი, ქალაქის ყველაზე პრესტიჟული უბნები ნაკლებად პრიორიტეტული გახდა და ბინის შეძენის დროს ადამიანები უპირატესობას ისეთ უბნებს ანიჭებენ, სადაც ნაკლები ხმაური, მოძრაობა და გამონაბოლქვია.