თანამედროვე გამოწვევებზე საპასუხოდ გადავწყვიტეთ შეგვექმნა კომპანია, რომელიც ადამიანებს შესთავაზებდა გამორჩეულ საცხოვრებელ გარემოს და იზრუნებდა მათ სიმყუდროვესა და სიმშვიდეზე. სწორედ ამიტომ 2023 წელს დავაფუძნეთ ბიმ ჯგუფი, სლოგანით: - ''ახალი სხივი შენს ცხოვრებაში''. ჩვენ ვიცით, რომ დღეს ცხოვრების ახალი სტანდარტი, ინფრასტრუქტურის არა მხოლოდ შექმნას, არამედ მის შენარჩუნებასაც გულისხმობს. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, კვალიფიციური კადრების დახმარებითა და ISO სტანდარტების დაცვით ჩვენ ვაშენებთ გარემოს, რომელიც ზუსტად გამოხატავს ჩვენს წარმოდგენას სრულყოფილ სახლთან დაკავშირებით.
ჩვენ შესახებ
მისია
თანამედროვე ტექნოლოგიებით, კვალიფიციური კადრებითა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით შევქმნათ კომფორტული და მყუდრო გარემო თქვენთვის.
ურბანული ცხოვრების ხელახალი განსაზღვრა განსაკუთრებული სივრცის შექმნით, რომელიც შთააგონებს და ამაღლებს ყოველდღიურ გამოცდილებას.
მიზანი
ჩვენი მიზანია სრულყოფილებისკენ სწრაფვა არქიტექტურული დიზაინიდან დაწყებული, ბინის გასაღების გადაცემით დასრულებული.
პრიორიტეტული ადგილებითა და განსაცვიფრებელი ხედებით ემოციების მინიჭება, ჩვენი მაცხოვრებლების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ქალაქის არქიტექტურის გამდიდრება, განახლებული დიზაინითა და დეტალებისადმი ყურადღების გამახვილების გზით.
ღირებულება
ჩვენი მთავარი ღირებულებაა დაკისრებული ვალდებულების პირნათლად შესრულება, რაც შემდგომში ამარტივებს ურთიერთობას მომავალ მობინადრეებთან.
კეთილსინდისიერება
ჩვენ ვაწარმოებთ ბიზნესს პატიოსნებით, გამჭვირვალობითა და ერთიანობით, ვამყარებთ ნდობას ჩვენს დაინტერესებულ მხარეებთან და ვავითარებთ გრძელვადიან ურთიერთობებს.
მშენებლობის პროცესი
|
05 დეკემბერი -2024 |
მე-10 სართული
დასრულდა ლესვითი სამუშაოები და ალუკაბონდის კარკასის შეკვრა. ფასადზე გაკრულია ტრავერტინის ქვა. მე-10 სართულის ჩათვლით დამონტაჟდა ალუმინის ვიტრაჟები. დაიწყო ბინის შიდა ტიხრების ამოყვანის და ლესვის სამუშაოები. მიმდინარეობს კორპუსის ცენტრალური დაქსელვა: კანალიზაცია, ვინტილაცია, წყალი. |
გალერია
|
გალერია | ||
|
07 ნოემბერი -2024 |
ალუმინის ვიტრაჟები
დასრულდა ლესვითი სამუშაოები და სადარბაზოს იზოგიფსით ლესვა. მიმდინარეობს გარე ფასადზე ალუკაბონდის მონტაჟი და ტრავერტინით მოპირკეთება. მიმდინარეობს მე-2 სართულის ბინების იზოგიფსით ლესვა. მე-9 სართულის ჩათვლით დამონტაჟდა ალუმინის ვიტრაჟები. დაიწყო კორპუსის ცენტრალური დაქსელვა: კანალიზაცია, ვინტილაცია, წყალი. |
გალერია
|
გალერია | ||
|
28 ოქტომბერი -2024 |
სამეზობლო ტიხრები
დასრულდა სამეზობლო ტიხრების ამოყვანა და ქვიშა-ცემენტით ლესვა. მიმდინარეობს ვინტილაციის და წყალ-კანალიზაციის დაქსელვა. მე-7 სართულის გათვლით იზოგიფსით გალესილია სადარბაზო. მე-9 სართულის ჩათვლით ფასადი მოპირკეთდა ტრავერტინის ქვა და ჩაისვა ვიტრაჟები. |
გალერია
|
გალერია | ||
|
04 ოქტომბერი -2024 |
შიდა სამუშაოები
დასრულდა აივნების ლესვა. ფასადზე გაიკრა ალუკაბონდი. -1 სართულზე (-3.20 ნიშნული) დაისხა თვითსწორებადი იატაკი. მე-8 სართულის ჩათვლით დასრულებულია სამეზობლო კედლების ბლოკის წყობის სამუშაოები. მე-10 სართულის ჩათვლით ფასადზე გაიკრა ტრავერტინის ქვა. მე-11 სართულის ჩათვლით ჩაისვა ალუმინის ვიტრაჟები. |
გალერია
|
გალერია |